მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგი ზაირა ბოლქვაძე მოზარდებს წარმტაც სასწავლო პროცესს სთავაზობს.
მათ შორის, პედაგოგის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა თემაზე - „A TOUR AROUND LONDON“ პრეზენტაციები ჩაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ორ ჯგუფად დაიყვნენ და აღნიშნულ საკითხზე გუნდურად იმუშავეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, საკმაოდ მრავალფეროვანი და განსხვავებული თემატური პოსტერები შექმნეს.
ბავშვებმა, ლონდონის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს და ორიგინალურად დაგეგმილი ტური ერთმანეთს გაუზიარეს.
აქტივობას, პედაგოგი ზაირა ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათ ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა
სკოლაში აბიტურიენტებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“