სიახლეები
სიახლეები, რჩევები

სიტყვის გადატანის წესები, რომელთა ცოდნაც ყველას გამოადგება
29-03-2023
-
+


არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონში სიტყვის გადატანის წესები დეტალურად არის განხილული, რომელსაც etaloni.ge  გთავაზობთ. 

სიტყვის გადატანის წესები ემყარება დამარცვლისა (ფონეტიკური დანაწევრება) და ფუძე-აფიქსთა გამოყოფის (მორფოლოგიური დანაწევრება) პრინციპებს.

1. ერთმარცვლიანი, ანუ ერთხმოვნიანი სიტყვა არ ითიშება თანხმოვანთა სიმრავლის მიუხედავად (თანაბრად გაუთიშავია, მაგ., ის და გვბრდღვნის).

2. ერთზე მეტმარცვლიანი სიტყვის გათიშულ ნაწილებში თითო ხმოვანი მაინც უნდა იყოს.

არ შეიძლება სიტყვის ასე დამარცვლა და გადატანა: თრთვ-ილი, თრთ-ვილი... ფქცვ-ნიდა, ფქც-ვნიდა; ფქ-ცვნიდა... ანსამ-ბლს, ანსამბ-ლს.
სწორია: თრთვი–ლი, ფცქვნი-და, ან-სამბლს.

3. ცალი თავკიდური ან ბოლოკიდური ხმოვანიც - ისევე როგორც თანხმოვანი - სიტყვას არ ეთიშება.

არ შეიძლება ასე გადატანა: ა-უღია ან აუღი-ა, ა-ტელიე ან ატელი-ე.
სწორია: აუ–ღია, ატე-ლიე...


4. თუ ხმოვნებს შორის ერთი თანხმოვანია, არ შეიძლება სიტყვის გაიშვა ან თანხმოვანზე. მაგალითად, ასე: მატ-არ-ებ-ელი, ან-აბ-არა... სიტყვა უნდა გაიყოს ბუნებრივად, ღია ნარცვალზე: მა-ტა-რე-ბე-ლი, ანა-ბაურა..

5. სტრიქონთა მიჯნაზე მოხვედრისას ითიშება ხმოვნებს შორის მოქცეული ნებისმიერი ორი თანხმოვანი: ორ-ნო, უც-ხო, ოთ-ხი, აფ-ხაზი, საჩ-ხერე,  საქ-მე, საწ-ყა-ლი, სატ-ყეო...  გათიშვა, ცხადია, შეიძლება ღია მარცვალზედაც ანუ ხმოვანზე დამთავრებულ მარცვალზე: სა-ტყეო, სა-ქმე..

6. თუ სტრიქონთა მიჯნაზე თავს იყრის ორზე მეტი თანხმოვანი, ზღვარი შეიძლება დაიდოს ნებისმიერ ორ თანხმოვანს შორის. მაგ.: დააფ-რქვევს, დააფრ–ქვევს, დააფრქ-ვევს (მაგრამ არა: დაა-ფრქვ-ევს). ამავე პირობებში:

ა) სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობის უკეთ აღსაქმელად უმჯობესია,
თუ ფუძისეულ თანხმოვნებს გაემიჯნება დამხმარე ელემენტის (აფიქსის, თანდებულის, ზნნისწინის) თანხმოვნები, მაგალითად, ასე: სახლ–მა, სახლ-ში, სახლის-თვის; მესხ-ნი, მესხ-თა; გან-ვლო (მაგრან: გა-ნა-ვიარა), აღ-შფოთდა მაგრამ: აღა-შენა), წარ-გზავნა (მაგრამ: წა–რავლინა)...

ბ) ასევე გაითიშება სტრიქონთა გასაყარზე ერთმანეთის გვერდით მოხვედრილი ორი ერთნაირი თანხმოვანიც (ფუძისეული და აფიქსისეული, ან ორი სხვადასხვა ფუძისა): კოვზ-ზე, ღმერთ-თან, ნათ-ვის, მოგ-ჯვრის, შებინდ-დება, გამ-მიჯვნელი... ერთ-თვიანი, კონტრ-რევოლუცია... (და არა: კოვ-ზზე, ღმერ-თთან, მათთ-ვის, მოგგ-ვრის, შებინ-დდება, გა-მმიჯვნელი... ერთთ-ვიანი და ა.შ.).

გ. ასევე, თუ სტრიქონთა მიჯნაზე რთული სიტყვის ორზე მეტი თანხმოვანი იყრის თავს, უმჯობესია ბუნებრივი ზღვარი დაიდოს შემადგენელ ფუძეთა შორის იმის მიუხედავად, დეფისითაა ისინი შეერთებული თუ უდეფისოდ, სრული სახითაა წარმოდგენილი თუ შემოკლებით (აბრევიატურით), მაგალითად: ცოლ-/ქმარი, ტუჩ-კბილი, ქართლ-/კახეთი... ათ/წლიანი, თვით/მკვლელობა, ურთიერთ/დამოკიდებულება, სპორტ/კლუბი და არა: ათწ/ლიანი, თვი/თმკვლელობა, ურთიერ/თდამოკიდებულება, სპორ/ტკლუბი...).


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება