TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„იყავით მიზანდასახულები, შრომისმოყვარეები და ტოლერანტულები“- სალიბაურის N2 სკოლის პედაგოგ თამარ დოლიძის სამი მთავარი რჩევა მოსწავლეებს 
29-03-2023
-
+


როგორია სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების სურვილები, როგორი ცხოვრება აქვთ სკოლის მიღმა და რა არის მათთვის საოცნებო? - ეს ის თემებია, რომლებიც სხვა რაკურსით დაგვანახებს მასწავლებლებსა და დირექტორებს, გვაჩვენებს მათ ბავშვურ, ფერად სამყაროს, რომელზეც თითქმის არასდროს საუბრობენ მოსწავლეებთან.

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წამოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება. 

ხშირად ჩვენთვის საყვარელი მასწავლებლები, მხოლოდ აკადემიურ სამოსში გამოწყობილნი, ცარცითა და წიგნებით ხელში წარმოგვიდგენია, თუმცა ყოველთვის გვაინტერესებს, როგორია მათი შინაგანი ბუნება, სადაც არც არავის ასწავლიან და არც სკოლის ხელმძღვანელები არიან.

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, თამარ დოლიძემ შეავსო.

- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც პედაგოგმა?

- ორივე შემთხვევაში იყო დადებითი, დაუვიწყარი ემოციებით სავსე.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

- ნიკო გომელაური.

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- „ყვავილები ელჯერნონისთვის“.

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ქალბატონი ნანა ჭყონია დაბადებული იყო პედაგოგად, ტკბილად და თბილად მახსენდება მისი გულისხმიერება, სიყვარულით სავსე თვალები.

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- ჩემი ბავშვობა სატელევიზიო გადაცემების მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა, ეკრანზე მხოლოდ საინფორმაციო გადაცემა მოამბის წამყვანები ჩანდნენ და მეც ვცდილობდი მათ დავმსგავსებოდი, მიმებაძა მათთვის და ჟურნალისტი გავმხდარიყავი.

- თქვენი საყვარელი საგანი:

- ისტორია.

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

- იყვნენ მიზანდასახულები, შრომისმოყვარეები და ტოლერანტულები.

- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- მოვივლიდი საქართველოს მთას და ბარს, დავტკბებოდი ჩემი ქვეყნის სილამაზით და გადავიღებდი უამრავ ფოტოს ჩემი ემოციების სხვებისთვის გასაზიარებლად.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- ვარ მეგობრული, შრომისმოყვარე. ვცდილობ, ვიყო მხიარული, პატარასთან პატარა და დიდთან დიდი.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. დილით გაღვიძებული მოუთმენლად გავრბოდი საგანგებოდ ჩემთვის და ჩემი ძმისთვის წითელი და ყვითელი ბაფთებით გაფორმებული, ირგვლივ წითლად შეღებილი კვერცხებით მოფარულიბეკეკო“-ების (ბეკეკოს ფორმის პასკების) სანახავად. ახლა ვცდილობ ეს ემოცია ჩემს პატარასაც გავუზიარო.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- მხოლოდ მშვიდობას ვისურვებდი დედამიწაზე.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- ჩემს თავისუფალ დროს მთლიანად ჩემს შვილს ვუთმობ. ვცდილობ ვიყო პატარა, ვთამაშობ, ვსეირნობ მასთან ერთად.

- რაზე ოცნებობთ?

- ყველა ბავშვი ცხოვრობდეს თანაბარ პირობებში. მინდა ნაკლები მიუსაფარი ბავშვი იყოს დედამიწაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება