მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, ყველა ბავშვის თავისუფალ, თანასწორ და მშვიდობიან გარემოში ცხოვრების მხარდაჭერა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირება იყო.
ღონისძიებას ორგანიზება სპეცმასწავლებლებმა - თეა წაქაძემ და დარეჯან სვანიძემ გაუწიეს.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს, პოსტერები მოამზადეს და ინტერაქტიური აქტივობები ჩაატარეს.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა. 2011 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა გაეროს წევრ ყველა ქვეყანას და მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს აქტიურად ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო კამპანიებში.
2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.
„ბავშვთა უფლებების კონვენციითა და კოდექსით გათვალისწინებული უფლებები ბავშვებს ბედნიერ ბავშვობას ანიჭებს, დაე , ნათელი და ფერადი დღე ჰქონოდეს ყველა ბავშვს. მუდამ ღიმილი ყოფილიყოს მათ სახეზე“ -ამ სიტყვებით დასრულდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, როგორც სკოლაში უწოდებენ - „ფერადი წუთები“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით