სიახლეები
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს კონფერენცია მიეძღვნა
29-03-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. 

სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე. გარემოსდაცვით დღესასწაულთან დაკავშირებით, ხელოვნური ინტელექტის კლუბისა და სამოქალაქო განათლების კლუბ „თავისუფალის“ ორგანიზებით, კონფერენცია ჩატარდა. 

კონფერენციაზე მოხსენება წარადგინეს STEM საგნების პედაგოგებმა: ნინო კორაშვილმა (ბიოლოგია), მაია ტაბტაძემ (ქიმია), ნაირა ჭანკვეტაძემ (ფიზიკა), ასევე სამოქალაქო და ხელოვნური ინტელექტის კლუბების წევრებმა.

კონფერენციის დასასრულს ხელოვნური ინტელექტის კლუბის წევრებმა - ხატია ხანდოლიშვილმა და გიორგი მაჭარაშვილმა, კლუბის შექმნილ რობოტს სახელი „ადამი“ დაარქვეს. რობოტმა კი კონფერენციის სტუმრებს წყალი მიართვა.

ხელოვნური ინტელექტის კლუბს ამირან მაჭარაშვილი ხელმძღვანელობს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მომდევნო დღეებისთვის დაიგეგმა, რომ მოსწავლეებმა მოამზადონ საინფორმაციო ბუკლეტები წყლის რესურსების დაცვის თემაზე და დაარიგებენ თემში.

იხილეთ მოსწავლეთა პრეზენტაცია


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება