სიახლეები
სკოლები

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები უდიდეს გარემოსდაცვით მოძრაობას შეუერთდნენ
29-03-2023
-
+


ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, სასკოლო საზოგადოება მსოფლიოს უდიდეს გარემოსდაცვით მოძრაობას - „დედამიწის საათს“ შეუერთდა. 

„როგორც მოგეხსენებათ, მარტის ბოლო შაბათს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება გარემოსდაცვითი ღონისძიება „დედამიწის საათი“. ერთი საათის განმავლობაში ადამიანები უარს აცხადებენ ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ეს ღოსნისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას დედამიწის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ. „დედამიწის საათი“, რომელიც 25 მარტს აღინიშნება, ადგილობრივი დროით 20:30 საათიდან 21:30 საათამდე, მილიონობით ადამიანს გვაძლევს გაერთიანების შესაძლებლობას, რათა გამოვიჩინოთ სილიდარობა, როგორც ადამიანების, ისე ჩვენი საერთო სახლის - დედამიწის მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლის ეკოკლუბის წევრმა მოსწავლე-მასწავლებლებმა და სკოლის მოხალისე მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. 

„დედამიწის საათია, გამორთე ელექტროენერგია!“- ასეთი იყო მათი გზავნილი. 

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ასევე მოიძიეს ინფორმაცია, შექმნეს საინფორმაციო პლაკატები, მოაწყეს გამოფენა, გადაიღეს ფოტოები.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება