სიახლეები
სკოლები

„წიგნიერების დონის ამაღლება - ცოდნა ძალაა“ - მენჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები საინტერესო პროექტზე მუშაობენ 
29-03-2023
-
+


„თანამედროვე ცხოვრების ტემპმა ადამიანი მოწყვიტა წიგნს, ახალგაზრდობა ვირტუალურ სამყაროში ადაპტირდა და უფროდაუფრო შორდება ინფორმაციის, ცოდნის შეძენის, აღზრდის განუმეორებელ საშუალებას“, - გვეუბნებიან სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამჟამად, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის -  „მერცხალი“ წევრები მუშაობენ პროექტზე - „წიგნიერების დონის ამაღლება - ცოდნა ძალაა“.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში ჩაატარეს კვლევა, წაუკითხეს უმცროსკლასელებს წიგნის აუცილებლობის შესახებ მინი-ლექციები, შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები და კედლის გაზეთი, სადაც განათავსეს საინტერესო მასალები წიგნის, როგორც ადამიანის სულიერი მეგობრის, ცოდნის უალტერნატივო წყაროს შესახებ.

დასამახსოვრებელი იყო „ერთი დღე ბიბლიოთეკაში“… მოსწავლეებმა შერჩეული წიგნებიდან წაიკითხეს ნაწყვეტები.

პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრებს აპრილ-მაისში საინტერესო აქტივობები აქვთ დაგეგმილი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება