სიახლეები
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, გეოგრაფიის მასწავლებელმა ინტერაქტიული ლექცია ჩაატარა
30-03-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, მოსწავლეები მსოფლიოს უდიდეს გარემოსდაცვით მოძრაობას - „დედამიწის საათს“ შეუერთდნენ. 

28  მარტს, სკოლაში ამ გარემოსდაცვითი დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება  გაიმართა. 

ღონისძიებაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გეოგრაფიის მასწავლებელმა, პროფესორმა - ნანა  ბერძენიშვილმა ჩაატარა ინტერაქტიული ლექცია, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეებისათვის კლიმატური ცვლილებების შესახებ ინფორმაციის  მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა,  საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლა იყო.

ნანა  ბერძენიშვილმა მოსწავლეებს შეახსენა, რომ „დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს სიდნეიში გაიმართა. რის შემდეგაც მსოფლიოს გარემოსდაცვით ყველაზე მასშტაბურ მოძრაობად გადაიქცა.  „ჩააქრე სინათლე ერთი საათით“, „აჩუქე დედამიწას მხოლოდ ერთი საათი“, „დედამიწის საათი“...  ეს  ღონისძიებები მთელ მსოფლიოში იმართება. კამპანია „ერთი საათის ფარგლებს“ უკვე გასცდა და  მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება