სიახლეები
სკოლები

კალის საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან ჩემია მოსწავლეთა ნამუშევრებს თვალისჩინივით ინახავს   
30-03-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა საგანს მონდომებითა და ინტერესით ეუფლებიან. ისინი მიზანსწრაფულობით, ნიჭიერებით გამოირჩევიან და შესაძლებლობებს შესანიშნავად წარმოაჩენენ.

როგორც სკოლის პედაგოგი ქეთევან ჩემია აღნიშნავს, მოსწავლეები შესანიშნავად ხატავენ და უცხო ენებს მონდომებით ეუფლებიან. 

მათი ნამუშევრებისა და სწავლისადმი ინტერესის შესახებ პედაგოგი - ქეთევან ჩემია გვიყვება:

„კალის საჯარო სკოლაში საოცარი ბავშვები არიან... მეხუთეკლასელები ანა ხარძიანი და გიორგი ხარძიანი ჩვეულებრივად ანცი, მოძრავი, აქტიური, მიზანსწრაფული ბავშვები არიან...
იმ დღეს გიორგის ნახატები გამოვართვი და ანამაც ჩანთიდან უმალვე გამოაჩინა საკუთარი ნამუშევრები...ბავშვებს ხატვა უყვართ, მოსწავლეთა ნამუშევრები ამტკიცებს, რომ რომ მათ ხელოვნება ატკბობთ. ხელოვნებას ნაზიარები ადამიანები ბოროტები არასდროს იქნებიან. ამის ღრმა რწმენით შინ წავიღე ისინი და ჩემს სასტუმრო ოთახში „გამოვფინე“ - იყოს აქ, ნიშნად იმისა, რომ ჩემს სადამრიგებლო კლასში შესანიშნავი ადამიანები იზრდებიან... და უცებ, რვეულები გამახსენდა, რომლებსაც მე ვინახავ, ნიშნად იმისა, რომ მეხუთეკლასელები, რომლებმაც უცხო ენის - რუსულის სწავლა მიმდინარე წელს დაიწყეს ცუდად არ უნდა წერდნენ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მათ ამ ენის სწავლა მიმდინარე წელს დაიწყეს!  მთავარია, აინტერესებთ და ამ ენას კიდევ მრავალი სხვა უცხო ენის შესწავლის საფუძვლად აუცილებლად გამოიყენებენ. შრომას ვერ დავუკარგავ ისევე, როგორც თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ სამახსოვრო ამ ნახატებს“.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება