სიახლეები
სკოლები

თბილისის N16 საჯარო სკოლაში მათემატიკაში კონფერენცია ჩატარდა
30-03-2023
-
+


თბილისის N16 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა STEM საგნებით დაინტერესებას.

ამჯერად, სკოლაში მათემატიკაში კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას მათემატიკის პედაგოგი სოფიო ხელაძე ხელმძღვანელობდა.

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ მათემატიკის მნიშვნელობა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში, ასევე, მათემატიკის სწავლის პროცესში, საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK 12-ის დახმარებით, გაეაზრებინათ თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობა.

მოსწავლეთა წარმოდგენილ პრეზენტაციებში ნათლად იყო წარმოჩენილი მედიცინის, ხელოვნების, სოფლის მეურნეობის, ასტრონომიის და სხვა დარგების მათემატიკასთან ურთიერთკავშირი. 

კონფერენციას ესწრებოდნენ მშობლები და სხვადასხვა კათედრის პედაგოგები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს STEM მიმართულებით სწავლა-სწავლების პროცესის გაძლიერებას.

პრეზენტაციები მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პლატფორმა CK 12-ის გამოყენებით მოამზადეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება