სიახლეები
სკოლები

სორმონისა და თურქეთის ერთ-ერთი სკოლის ორი ერთობლივი ინტერაქციული გაკვეთილი
30-03-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლა თურქეთის ერთ-ერთ მოწინავე სკოლასთან - Ataturk secondary school თანამშორმლობს. სკოლებს შორის ცოდნის, გამოცდილების და კულტურის გაცვლის მიზნით ინგლისური ენის ორი ინტერაქციული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილებს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები ანა ქობულაძე და სიბელ მოლაველიოღლუ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგაკვეთილო პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. გაიმართა საინტრესო დიალოგი, მოსწავლეებმა ისაუბრეს სხვადასხვა თემასა და საკითხზე. 

გაკვეთილები ინგლისურ ენაზე წარიმართა.

„მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე ერთმანეთთან ინტერაქცია თავისუფლად მოახერხეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

პედაგოგებმა გაკვეთილები დადებითად შეაფასეს და სამომავლოდ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობები დაგეგმეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს უცხო ქვეყნის მოსწავლეთა გამოცდილებასა და ინტერესებს აცნობს, რაც მათ  განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება