სიახლეები
სკოლები

სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
31-03-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში საერთაშორისო პროექტის - Leave me a nice world ფარგლებში eTwinning-ის კუთხე მოეწყო. პროექტის მონაწილეები საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ.

მოსწავლეებმა ამ თვის განმავლობაში განახორციელეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები, შექმნეს ლოგოები და ბანერები. საინფორმაციო კუთხესთან მოათავსეს ყუთი ბატარეების შესაგროვებლად. მოსწავლეები ინგლისურ ენაზე სხვადახვა ინფორმაციასა და სასწავლო მასალას გაეცნენ და მოამზადეს პრეზენტაციები იმის შესახებ თუ რამდენად საშიშია ბატარეები გარემოსთვის.

მოსწავლეთა თქმით, მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა უბრალოდ არ იცის, რომ ბატარეების გადაყრა დაუშვებელია, ხოლო მათ ვინც იცის და მზად არის ჩააბაროს - ჩაბარების პუნქტს ვერ პოულობს.

„ამიტომ მოგიწოდებთ, ნუ გადაყრით ბატარეებს და ნუ მიაყენებთ გარემოსა და ადამიანებს ზიანს! ვინც შეძლებთ შეგიძლიათ მოიტანოთ ჩვენ სკოლაში არსებულ ჩაბარების პუნქტში. ჩვენი პროექტი უზრუნველყოფს შემდეგ მათ გადაცემას შესაბამის კომპანიებთან“,- გვეუბნებიან მოსწავლეები. 

მომდევნო ორი თვის განმავლობაში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება კიდევ ბევრი საინტერესო და სასარგებლო აქტივობები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

„განა რა ეწერა ასეთი მასწავლებლების 90%-ს, რომ 0 ქულა დაუწერეთ?!“ - პედაგოგები აპელაციის შედეგებით უკმაყოფილოები არიან

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება