სიახლეები
სკოლები

კალის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს - მარიამ მარგველანს პორტაბელური კომპიუტერი საზეიმოდ გადაეცა
30-03-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ (მარინა) მარგველანი, რომელმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

წარჩინებულ მე-10 კლასის მოსწავლეს წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.

მოსწავლეს დამსახურებული საჩუქარი სკოლის დირექტორმა, რაულ გულბანმა გადასცა.

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სკოლის და მოსწავლის ეს დიდი სიხარული გულწრფელად გაიზიარეს და უფრო მეტი წარმატება უსურვეს.

„კალის საჯარო სკოლაში დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ყველამ კარგად დაინახა, თუ რას ნიშნავს, როცა ბეჯითი ხარ, სწავლობ, ახარებ მშობლებს, სკოლას, ხარ ქვეყნის მომავალი - იმედი და დასაყრდენი... დირექტორმა დამსახურებული ჯილდო, ახალთახალი ნოუთბუქი წარჩინებულ მოსწავლეს გადასცა იმის ნიშნად, რომ სკოლა ხედავს მოსწავლეთა სწავლისა და შრომისთვის გაწეულ ჯაფას. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სკოლის და მოსწავლის ეს დიდი სიხარული გულწრფელად გაიზიარეს და უფრო მეტი წარმატებები უსურვეს მარიამს. 
გვიმრავლოს გვიმრავლოს ასეთი მოსწავლეები და ჯილდოებიც...“, - აღნიშნავს პედაგოგი ქეთევან ჩემია.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება