სიახლეები
საინტერესო

როგორ უნდა შეაყვაროთ მოსწავლეს წიგნის კითხვა? - რჩევები მასწავლებლებს
11-06-2023
-
+


მასწავლებლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის წიგნის კითხვის სიყვარულის ჩანერგვაა. ისინი ბავშვებს იმ ლიტერატურას სთავაზობენ, რასაც კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიისთვის საინტერესოდ მიიჩნევენ.

მოსწავლეთა ნაწილს წიგნებისადმი ინტერესი თავიდანვე აქვს, ნაწილს კი დახმარება, წახალისება სჭირდება. 

როგორ უნდა შეაყვაროს მასწავლებელმა მოსწავლეებს წიგნის კითხვა - ამ საკითხზე წერს უცხოელი პედაგოგი, რომელსაც ბლოგი და სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის რამდენიმე რჩევას გვიზიარებს:

აჩვენეთ, რამდენად გიყვართ კითხვა
 
პედაგოგები მოსწავლეებისთვის მისაბაძი მაგალითი არიან. ამიტომაც, თუ გსურთ, რომ თქვენს მოსწავლეებს კითხვა უყვარდეთ, პირადი მაგალითი უნდა აჩვენოთ. რამდენიც უნდა ისაუბროთ, ისინი არ დაიჯერებენ, რომ კითხვა სახალისო და ამაღელვებელია, თუ თავად თქვენც წიგნით ხელში არ დაგინახავენ. მათ მასწავლებლის ენთუზიაზმი უნდა დაინახონ და მიხვდნენ, რომ კითხვა ნამდვილად გიყვართ. 

კითხვის პროცესი სახალისოდ აქციეთ
 
წიგნის კითხვა, განსაკუთრებით, დაბალი კლასების მოსწავლეებისთვის, სახალისო უნდა იყოს. ნუ შეგეშინდებათ და პერსონაჟებს სული შთაბერეთ. ხმამაღლა წაუკითხეთ, მოუწოდეთ მათაც იგივე გააკეთონ. შემდეგ კონკრეტულ პერსონაჟებსა და სიტუაციებს ხმები მოარგეთ, განსაკუთრებული ინტონაციით წაიკითხეთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოსწავლეებს სთხოვოთ ნაწარმოების გმირი წარმოიდგინონ და დახატონ. 

ინტერპრეტაციის საშუალება მიეცით
 
მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა თავისუფლება იგრძნონ. შეიძლება ისინი ტექსტს ბოლომდე ვერ კითხულობდნენ, ეზარებოდეთ ან ხასიათზე არ იყვნენ. ამ დროს ბავშვები ინტერპრეტაციას მიმართავენ, ყვებიან რა შეიძლება მომხდარიყო ნაწარმოებში და თხრობას თავად აგრძელებენ. სხვათაშორის ამგვარ აქტივობას მოსწავლეებს ისედაც სთავაზობენ. მათთვის მოთხრობიდან მონაკვეთი მიაქვთ და შემდეგ ავალებენ, რომ დაწერონ მოქმედების შესაძლო განვითარება. 

დაეხმარეთ, რომ საკუთარ ინტერესებში გაერკვნენ
 
თუ შეამჩნევთ, რომ მოსწავლეს კონკრეტული თემა აინტერესებს, დაეხმარეთ, ინფორმაცია მიაწოდეთ და ბიბლიოთეკაში ლიტერატურა აპოვნინეთ. როდესაც ბავშვს რაღაც გატაცება აქვს და კითხვებზე პასუხებს წიგნებში პოულობს, ხვდება, რომ კითხვა ძალიან სასარგებლოა. რასაკვირველია, ისინი ინტერნეტ რესურსებსაც იყენებენ, მაგრამ მასწავლებელმა უნდა აჩვენოს, რომ წიგნები შეიძლება საოცარი რესურსი აღმოჩნდეს. 

მოსწავლეები წიგნებით გარშემორტყმულები უნდა იყვნენ 

საკლასო ოთახში წიგნები მაგიდაზე, თაროებზე, რაფებზე დაალაგეთ. მოსწავლეები მათ ყოველდღიურად უნდა ხედავდნენ. შექმენით ადგილი, სადაც სამკითხველო კუთხე იქნება. ასევე, შეგიძლიათ კედლებზე წიგნების პლაკატები გააკრათ. მოსწავლეებს წიგნის წაკითხვა უნდა მოუნდეთ, დაინტერესდნენ, თუნდაც ილუსტრაციები დაათვალიერონ. ამითვის კი მასწავლებელს შეუძლია, წიგნები საინტერესო მონაკვეთზე გადაშალონ და ისე დატოვონ. ასე ბავშვები წიგნის სამყაროს მეტად დაუახლოვდებიან. 

თავისუფლება მიეცით
 
საყვარელი ჟანრი ყველას, მათ შორის, მოსწავლეებსაც აქვთ. მიეცით თავისუფლება მათთვის საინტერესო ჟანრი იპოვინ. ასეთი შეიძლება კომიქსები, რომანი, ფანტასტიკა, ბიოგრაფია აღმოჩნდეს. ნუ ეტყვით, რომ სხვა ჟანრი წაიკითხონ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მას უფრო ღირებულად თვლით. თუ არჩევანში თავისუფლები იქნებიან, ძიებას გააგრძელებენ, ბევრს წაიკითხავენ და წიგნი შეუყვარდებათ. 

მოსწავლეებს თავდაჯერებულობა შეჰმატეთ
 
დაბალი კლასების მოსწავლეები კითხვისას შესაძლოა შეცდომებს უშვებდნენ. ბავშვებს ეშინიათ, რომ წარუმატებლები იქნებიან, ამიტომაც, ეცადეთ შეცდომებზე არ მიუთითოთ, უთხარით, რაც კარგად გამოსდით. შემდეგ კი ურჩიეთ უკეთ როგორ წაიკითხონ, რა მეთოდები გამოიყენონ. დაარწმუნეთ, რომ თავდაჯერებულები იყვნენ. 

ამგვარი მიდგომების გამოყენებით, მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეს კითხვა შეაყვაროს. მთავარია, პოზიტიურად განეწყოს, მოთმინება გამოიჩინოს და მიზნისკენ ეტაპობრივად მიიწევდეს. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება