სიახლეები
სკოლები

ღების საჯარო სკოლაში მდგრადი განვითარების აუდიტი ჩატარდა
30-03-2023
-
+


ონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ღების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები ეკოსკოლების პროგრამების ფარგლებში, საინტერესო აქტივობებში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში მდგრადი განვითარების აუდიტი ჩატარდა, რომლის მიზანს მდგრადობის კუთხით, სკოლაში არსებული მდგომარეობის კვლევა და შეფასება წარმოადგენდა.

მოსწავლეები ეკოლოგიურ საკითხებს გაეცნენ და საჭირო ცოდნა მიიღეს.

„ეკოსკოლების პროგრამის რეკომენდაციის საფუძველზე გამოვიყენეთ აუდიტის გეგმა-ჩეკლისტი, რომელიც წარმოადგენს რაოდენობრივი და თვისობრივი კითხვების წყებას, რაც სასკოლო საზოგადოებას დაეხმარა დაფიქრებასა და სკოლის პრობლემატიკის გააზრებაში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მიღებული შედეგების საფუძველზე მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით, ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემაზე ისაუბრეს.

„აღნიშნული საკითხების მოგვარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი სასკოლო საზოგადოებისა და თემის ჯანსაღი ცხოვრების გაუმჯობესებაში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ინფორმირებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება