სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში კურსდამთავრებულმა იუნკერებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
30-03-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიას კურსამთავრებულები - დემეტრე ჩხაიძე და ვალერი სიხუაშვილი ესტუმრნენ. 

1-ელი კურსის იუნკერებმა მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებთან ინფორმაციული შეხვედრა მოაწყვეს და ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.

პრეზენტაცია საინტერესო და ინფორმაციული იყო. მან მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

შეხვედრის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანა ანთაძე გვიყვება:

„თამარ მეფის გიმნაზიის აღზრდილები, მამა მირიანის მოწაფეები... ჩვენი გიმნაზიის სახეები: - დემეტრე ჩხაიძე და ვალერი სიხუაშვილი, დარწმუნებული ვართ ყველგან გვასახელებენ, ყველგან წარმატებულები და სანიმუშოები  იქნებიან. დიახ, ჩვენი ეროვნული გიმნაზია აძლევს მათ, იმას, რაც თითოეულ ქართველს უნდა ჰქონდეს... ამიტომაც არ გაგვკვირვებია, როცა გიმნაზიაში, აკადემიის ხელმძღვანელობისაგან სამადლობელო წერილი მოვიდა დემეტრე ჩხაიძის აღზრდისთვის. დღეს კი, როცა იუნკრების საამაყო ფორმაში გამოწყობილი : დემეტრე ჩხაიძე და ვალერი სიხუაშვილი გვესტუმრნენ და სამხედრო აკადემიის სწავლების პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს, მამა მირიანს გული სიამაყით ევსებოდა და სიხარულს ვერ მალავდა...“. 

პრეზენტაციის დასასრულს კუსრდამთავრებულები გიმნაზიაში გატარებულ წლებს იხსენებდნენ და იმ დიდ წვლილს, რაც გიმნაზიას მიუძღვის მათ ჩამოყალიბებაში.

ისინი აღნიშნავდნენ, რომ გიმნაზიაში ნასწავლი ლექსები, სიმღერა, ცეკვა და სხვა უნარები და ღირებულებები აკადემიაში გამოადგათ, რამაც მათი პროფესორ-მასწავლებლების აღფრთოვანება გამოიწვია.

„იუნკერები მოსწავლეებს რჩევას აძლევდნენ: ისწავლეთ კარგად და თქვით ლექსები... იმღერეთ და იცეკვეთ. გიყვარდეთ და პატივი ეცით გიმნაზიის უნიფორმას. ეს კი ყველა პროფესიის პატივისცემას გასწავლით. დააფასეთ აქ სწავლა და მიიღეთ მონაწილოება გიმნაზიის ყველა აქტივობაში... ეს ყველაფერი კი ცხოვრებაში გამოგადგებათ“, - გვიყვება გიმნაზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანა ანთაძე.

როგორც გიმნაზიაში გვიყვებიან, მოსწავლეები თანასკოლელებს ყურადღებით უსმენდნენ და ყველა სიტყვა გულთან მიჰქონდათ. 

„ვუსმენდით ჩვენ, პედაგოგები, გვეამაყებოდა და გვიხაროდა. აი, ვინ მოდის მომავლიდანი, ვინ უნდა იყოს პატრონი საქართველოსი“, - აღნიშნავენ გიმნაზიაში.

აღსანიშნავია, რომ იუნკერებს გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე შეხვდა და ისინი დალოცა.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

„განა რა ეწერა ასეთი მასწავლებლების 90%-ს, რომ 0 ქულა დაუწერეთ?!“ - პედაგოგები აპელაციის შედეგებით უკმაყოფილოები არიან

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება