სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„აბიტურიენტებმა უნდა იბრძოლონ საოცნებო პროფესიებისთვის!“ - რას ურჩევენ სკოლის დირექტორები აბიტურიენტებს?
31-03-2023
-
+


აბიტურიენტები ცხოვრების მეორე ეტაპზე გადასვლისთვის ემზადებიან, მეცადინეობენ ორმაგი დატვირთვით, რომ სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე შეძლონ სწავლის გაგრძელება. ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, ახალგაზრდების მღელვარება კი, კიდევ უფრო მატულობს.

აბიტურიენტებისთვის, გარდამტეხ ეტაპზე ყოფნისას, გამოცდილი ადამიანებისგან სწორი რჩევების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, მოტივაციის ამაღლებისა და ემოციური გამძლეობის გამომუშავებისთვის.

რას ურჩევთ აბიტურიენტებს? – კითხვით  etaloni.ge -მ, სკოლის დირექტორებს მიმართა, რომლებმაც მოსწავლეებს, სასარგებლო და მნიშვნელოვანი რჩევები მისცეს. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის, ბაიდარის საჯარო სკოლის დირექტორი ხაიალე შარაევა:

აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ თავიანთი სურვილით შეარჩიონ პროფესია, ამ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია. ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი საქმე, რომ იყოს პროფესიონალი.

ჩემმა მოსწავლემ მკითხა რას მირჩევდითო და ვუთხარი, რომ გაცნობოდა ფსიქოლოგიას, რადგან ვხედავდი მასში იმ უნარებს, რაც ამ პროფესიისთვისაა საჭირო, მერე მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ სწორი გზა ვაჩვენე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, ახკერპის საჯარო სკოლის დირექტორი ვიოლეტა სუკასიანი:

აბიტურიენტებს ვურჩევ მაქსიმალურად მობილიზდნენ და იბრძოლონ მიზნისთვის, მე მოხარული ვარ, რომ ჩემი, მცირე კონტინგენტიანი სკოლის მიუხედავად, არაერთ მოსწავლეს სურს სწავლის გაგრძელება. მათ აქვთ მაღალი მოტივაცია და ემზადებიან გამოცდებისთვის, ეს სკოლის შედეგი და წარმატებაა...

მთავარია არ ინერვიულონ და კარგი განწყობით შევიდნენ გამოცდაზე!

მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლის დირექტორი არკად მანუჩარიანი:

მოსწავლეებს ვურჩევ, იმ პროფესიაზე ჩააბარონ, რომელიც უყვართ! ახლა ყველაფერი გამარტივებულია, ჩვენ დროს რთული იყო გამოცდების ჩაბარებაც და პროფესიის არჩევაც, ამიტომ აბიტურიენტებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა და იმ მიმართულებით გააგრძელონ სწავლა, რაც გულით უნდათ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქაპანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი აფთანდილ ეფენდიევი:

ჩვენი სკოლის აბიტურიენტები ემზადებიან გამოცდებისთვის, მე ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ ეს დრო მაქსიმალურად სწავლას დაუთმონ... თავად მასწავლებელი ვარ და ვიცი, რომ საგნის სპეციალისტები აკლია სკოლებს, აქედან გამომდინარე მოსწავლეებს ვურჩევ დაფიქრდნენ პედაგოგობაზე. 

გარდაბანის მუნიციპალიტეტის, საცხენისის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია კანდელაკი:

პირველ რიგში წარმატებას ვუსურვებ ყველა მათგანს. ვურჩევ, რომ აერჩიოთ ისეთი პროფესიები, რომლებსაც პრაქტიკაში გამოიყენებენ. გადაწყვეტილება თავიანთ სასარგებლოდ მიიღონ და არა სხვების გავლენით... მე ჩემი პროფესია მე-5 კლასში ავირჩიე, მინდოდა მასწავლებელი ვყოფილიყავი და გავხდი კიდეც, მოტივაციას ჩემი მათემატიკის მასწავლებელი მაძლევდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

აქციო საყვარელი საქმე შენს პროფესიად - მთავარი სწორედ ეს არის.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი კოჩალიძე:

მოსწავლეებს ვურჩევ ისეთი პროფესია აირჩიონ, რომელიც ქვეყანას გამოადგება! მნიშვნელოვანია, არჩევანი იმაზე შეაჩერონ, რისკენაც მიდრეკილება აქვთ. პროფესიას ძალით ვერ აითვისებ და ვერც პროფესიონალი გახდები, თუ ამის სურვილი, სიყვარული და შესაძლებლობა არ გაქვს!

მე აბიტურიენტობისას გადავწყვიტე საფუძვლიანად შემესწავლა საქართველოს ისტორია და ისტორიკოსი ვყოფილიყავი, გამომდინარე იქედან, რომ მაშინ სრულფასოვნად არ ასწავლიდნენ ამ საგანს...

მოსწავლეებმაც არჩევანი იმაზე გააკეთონ, რაც მართლა, მთელი  გულით სურთ!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“

„ყოველთვის გვეძვირფასებით. წარმატებები ყველგან და ყველაფერში!!! მომავალო პედაგოგებო“!

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებას“

საინტერესო

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

სიახლეები
საზოგადოება