მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის, ფლავის საჯარო სკოლაში მოსწავლის ცემის ფაქტს, მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლება და დიდი რეზონანსი მოჰყვა.
თუმცა, როგორც გაირკვა, საქმე პედაგოგის მხოლოდ სკოლიდან დათხოვნით არ შემოიფარგლა და შსს-მ გამოძიება დაიწყო 126-ე პრიმა მუხლით.
რას ითვალისწინებს აღნიშნული მუხლი? - როგორც etaloni.geმ გაარკვია, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მასწავლებელს, რომელმაც მეშვიდეკლასელ მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა - 200-400 საათი, ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სისხლის სამართლის კოდექსში ნათქვამია, რომ 126 პრიმა მუხლი:
ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) ჯგუფურად;
ე) არაერთგზის, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ ფლავის საჯარო სკოლაში, გაკვეთილის მიმდინარეობისას პედაგოგმა მეშვიდე კლასის მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რაც ბავშვებმა გადაიღეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სწორედ ვიდეოჩანაწერის შედეგად მიეცა საქმეს მსვლელობა, სკოლამ შსს ჩააყენა საქმის კურსში და დისციპლინურმა კომიტეტმა საქმის მოკვლევაც დაიწყო.
etaloni.ge-ს, ფლავის სკოლის დირექტორმა თეა გიგუაშვილმა უამბო, რომ პირადად კომიტეტის სხდომებს არ დასწრებია, რადგან ამის უფლება არ აქვს, თუმცა საბოლოო მასალებს გაეცნო, შედეგად მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს.
საჯარო სკოლის პედაგოგს, მოსწავლის ცემისთვის, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება - შსს-მ გამოძიება დაიწყო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია