სიახლეები
სკოლები

„ჩვენ ერთად ვართ მთავარია“- ღების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
03-04-2023
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის პროფესიონალ მასწავლებელთა გუნდი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. 

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტ-მასწავლებელმა, შორენა ლობჯანიძემ, მოსწავლეებთან ერთად, სოციალური პროექტი - „ჩვენ ერთად ვართ მთავარია“, დაგეგმა. აღნიშნული პროექტის მიზანი მოსწავლეებში ერთმანეთის მიმართ პატივისცემის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა იყო. მასში II-XII კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ჩაერთნენ. 

პროექტის ფარგლებში, სკოლაში მხატვრული ფილმის - „საოცრება“ ჩვენება გაიმართა. შემდეგ გაიმართა დისკუსია და ჯგუფური მუშაობა.

პროექტის ხელმძღვანელმა ჯგუფებს საპრეზენტაციო თემები გააცნო და მათ პოსტერების შექმნა სთხოვა. ფილმზე დაყრდნობით,  პირველ ჯგუფს სსსმ მოსწავლის აღზრდის საკითხში სკოლის როლზე აქცენტის გაკეთება დაევალა. მეორე ჯგუფს განსხვავებული ადამიანის მიმართ საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებები უნდა გამოეხატა, ხოლო მესამე ჯგუფს დებულებების სახით უნდა ჩამოეყალიბებინა ოჯახის წევრებს შორის დამოკიდებულებასა და ქცევაზე მოსაზრებები.

ჯგუფებს პრეზენტაციების მომზადებაში სკოლის ახალგაზრდა მასწავლებლები დაეხმარნენ. შედეგად საინტერესო, მრავალფეროვანი პოსტერები მომზადდა, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს. 

აქტივობამ წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

„განა რა ეწერა ასეთი მასწავლებლების 90%-ს, რომ 0 ქულა დაუწერეთ?!“ - პედაგოგები აპელაციის შედეგებით უკმაყოფილოები არიან

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება