სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N45 საჯარო რესურსსკოლაში „მკითხველთა კლუბი“ წარმატებით მუშაობს
31-03-2023
-
+


ქუთაისის N45 საჯარო რესურსსკოლა საგანმანათლებლო და პანსიონურ მომსახურებას უწევს ზოგადი განათლების დაწყებით და საბაზო საფეხურზე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ სმენის დარღვევის მქონე ბავშვებს.

სკოლაში სწავლა-სწავლება მიმდინარეობს სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებეზე, შესაძლებლობებსა და ინტერესებზე დაყრდნობით,  ქართული ჟესტური ენის ან/და ბილინგვური სწავლების პრინციპების გამოყენებით. სასწავლო პროცესში დანერგილია ის მიდგომები და სტრატეგიები, რომლებიც პასუხობს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გამოწვევებს. 

ქუთაისის N45 საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონი ირინე აბდალაძის, სკოლის გუნდის მხარდაჭერით თითოეულ მოსწავლეს ჰოლისტური განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების პირობა ექმნება. სასწავლო პროგრამა, ფორმალური და არაფორმალური განათლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომია სმენის დარღვევის მქონე თითოეული მოსწავლისთვის.

სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით, შექმნილია „მკითხველთა  კლუბი’“. კლუბის მუშაობას ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირინა ჭაფოძე, რომელსაც ასისტირებას ჟესტური ენის თარჯიმნები - ნინო გვილავა და რაისა დავითულიანი უწევენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „მკითხველთა კლუბის“ მუშაობაში სსსმ მოსწავლეების როლი აქტიური და დინამიურია. წაკითხული ან მოსმენილი ინფორმაციის გააზრების მიზნით, მიმდინარეობს საკითხის სიღრმისეული განხილვა ინტერაქტიულ ფორმატში, დებატების სახით;  მოსწავლეები სვამენ შეკითხვებს, უჩნდებათ დამოკიდებულებები, განსხვავებული შეხედულებები, უყალიბდებოდათ გარკვეული პოზიცია წაკითხულ/მოსმენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით; განხილულ საკითხებს/პრობლემებს უკავშირებენ  თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ა.შ.

„ირინა მასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარებაზე მუშაობას, რათა მოსწავლემ  შეძლოს აზრის წერილობით ჩამოყალიბება, სათქმელის თანმიმდევრულად და ლოგიკურად გადმოცემა, თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება, სავალდებულო გრამატიკული  ნორმების დაცვა. წერა-კითხვის უნარების განვითარებისთვის შემუშავებული ინტერაქტიული ინსტრუმენტების პრაქტიკაში დანერგვა და სისტემატურად გამოყენება, ირინა ჭაფოძის ყოველდღიური პროფესიული საქმიანობის ნაწილია“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

მადლიერი მშობლების თქმით, დირექტორის ქალბატონი ირინე აბდალაძისა და მასწავლებლების მუდმივი სწრაფვა მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის დასაფასებელია. 

„ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორის ქალბატონი ირინე აბდალაძისა და მასწავლებლების მიერ მუდმივად სიახლეების ძიება, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და მეთოდების გათვალისწინება, მრავალფეროვანი სასკოლო აქტივობების შეთავაზება და განხორციელება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა საბაზისო აკადემიურ და ფუნქციურ უნარებს, ხელს უწყობს მათ დამოუკიდებლობას და საზოგადოებაში ინტეგრაციას“,- აღნიშნავენ მოსწავლეთა მშობლები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

„განა რა ეწერა ასეთი მასწავლებლების 90%-ს, რომ 0 ქულა დაუწერეთ?!“ - პედაგოგები აპელაციის შედეგებით უკმაყოფილოები არიან

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება