სიახლეები
სკოლები

მაღლაკის N1 სკოლის მეცხრეკლასელებმა ნაადრევი ქორწინების შესახებ საინტერესო პროექტი მოამზადეს
31-03-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს ცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო პროექტებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიაში (პედაგოგი მარინე ფხაკაძე) თემა - „რეპროდუქციული სისტემა“ შეისწავლეს, რომლის შემდგომაც პროექტი - „ნაადრევი ქორწინება და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები“ განახორციელეს.

მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო და საჭირო ინფორმაციები მოიძიეს. მათ, ასევე, პროექტის ფარგლებში, კედლის გაზეთი შექმნეს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს. 

„მოსწავლეებმა: თამთა და ნატალია ჟორჟოლიანებმა იმ სავალალო შედეგებზე ისაუბრეს, რომლებიც შეიძლება ნაადრევმა ქორწინებამ გოგონებსა და ვაჟებში გამოიწვიოს, ხოლო გურამ ჟორჟოლიანმა და ქრისტინე თვალოძემ განიხილეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მათი პრევენცია და ჯანმრთელობის იმ პრობლემები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადებებმა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

პრეზენტაციას დირექტორის მოადგილე - მზია ჟორჟოლიანი, სკოლის ექიმი - ქეთევან ასათიანი, მე-9 კლასის დამრიგებელი - ქეთევან რევაზიშვილი, სპორტის მასწავლებელი - იოსებ ფხაკაძე და სპეცმასწავლებელი - ნანა ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებამ მოსწავლეების პროექტი დადებითად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და პრეზენტაციები მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

„განა რა ეწერა ასეთი მასწავლებლების 90%-ს, რომ 0 ქულა დაუწერეთ?!“ - პედაგოგები აპელაციის შედეგებით უკმაყოფილოები არიან

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება