სიახლეები
სკოლები

დაბა ჩოხატაურის N1 სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ კონფერენცია მოაწყვეს
03-04-2023
-
+


ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირების მიზანით, კონფერენცია გამართეს. 

კონფერენციის - „ნაადრევი ქორწინება, როგორც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა“, მომზადებაში ყველა აქტიურად ჩაერთო. საკითხზე მოსწავლეებმა მოზარდებსა და ზრდასრულებში კვლევა ჩაატარეს. შედეგები კი სტატისტიკური მონაცემების სახით სკოლაში წარადგინეს. მათ გაიგეს, თუ რა ინფორმაცია არსებობს საზოგადოებაში ნაადრევ ქორწინებაზე, ორსულობით გამოწვეული საფრთხეებისა და საქართველოში მათი სიხშირის შესახებ. 

კონფერენციაზე მოსწავლეებმა შემდეგი თემები წარადგინეს:

1) ნაადრევი ქორწინება და კანონმდებლობა;
2) ნაადრევი ქორწინება სტატისტიკა და კვლევა;
3) ნაადრევი ქორწინება და განათლება;
4) ნაადრევი ქორწინება და ჯანმრთელობა;
5) ს.გ.გ ინფექციები;
6) ნაადრევი ქორწინება და სიღარიბე.

მათ ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„სტატისტიკის მიხედვით, გამოკითხულ რესპონდენტთა უმეტესობა არ ემხრობოდა ნაადრევ ქორწინებას.
ბავშვები ძალიან კარგად ფლობდნენ საკონფერენციო მასალას, ასევე, გამოირჩეოდნენ პრეზენტაციის შესანიშნავი უნარით. მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგს - ციცინო სირაძეს და IX კლასის მოსწავლეებს საინტერესო კონფერენციისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

„განა რა ეწერა ასეთი მასწავლებლების 90%-ს, რომ 0 ქულა დაუწერეთ?!“ - პედაგოგები აპელაციის შედეგებით უკმაყოფილოები არიან

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება