სიახლეები
სკოლები

ვანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლე ქრისტინე ხურციძემ, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაცია ჩაატარა
03-04-2023
-
+


ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან და, მასწავლებელთა ხელშეწყობით, არაერთ პროექტსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

სკოლის მოსწავლე ქრისტინე ხურციძე ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა. ის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ პროქტში ჩაერთო. ის სპეციალური განათლების პედაგოგის თხოვნით,  დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს შეუერთდა.

მან თანასკოლელებს, უმცროსკლასელებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა.

„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ - წელს ამ გზავნილით ვხელძღვანელობ! ცნობიერების ამაღლებაზე ჯერაც ბევრია სამუშაო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ შევქმნათ ინკლუზიური გარემო, შევქმნათ სწორი ხედვა ინკლუზიური განათლების შესახებ. ვისწავლოთ და ვასწავლოთ ერთმანეთს განსხვავებულის პატივისცემა, რომ „მზის შვილია“ - დისკრიმინაციული ტერმინია და ჭრელმა წინდამაც უკვე თავისი როლი შეასრულა. სწორედ ამ მიზნების გათვალისწინებით წარვადგინე პრეზენტაცია და შევეცადე ჩემი ცოდნა ისეთი პატარებისათვის გამეზიარებინა, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, თუ საიდან იღებს სათავეს ის სინდრომი, რომელზეც ამ კვირის ფარგლებში ვსაუბრობთ. მჯერა, განსხვავებულის პატივისცემით ჩამოყალიბებული თაობა აუცილებლად შექმნის ქვეყნის სასიკეთოდ კარგ მომავალს!“, - აღნიშნავს მოსწავლე.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეებს ცნობიერებას უმაღლებს და მოტივაციას უზრდის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

„განა რა ეწერა ასეთი მასწავლებლების 90%-ს, რომ 0 ქულა დაუწერეთ?!“ - პედაგოგები აპელაციის შედეგებით უკმაყოფილოები არიან

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება