სიახლეები
სკოლები

„შავი ზღვა და მისი ეკოსისტემა“ - ეკის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ბუნებისმეტყველებასა და ინგლისურ ენაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
31-03-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ეკის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ბუნებისმეტყველებასა და ინგლისურ ენაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის თემა იყო - „შავი ზღვა და მისი ეკოსისტემა“.

გაკვეთილი მიზნად ისახავდა საგანთა შორის კავშირის დანახვას, მიღებული ცოდნის ტრანსფერს.

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა, მათ ახალი ცოდნა საინტერესო აქტივობებით, სასწავლო რესურსებითა და მეთოდებით შეიმეცნეს. 

სასწავლო პროცესს ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ლალი კარტოზია და ინგლისური ენის პედაგოგი დალი ცხვიტავა ხელმძღვანელობდნენ. 

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, შეფასების ჯგუფის წევრები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

„განა რა ეწერა ასეთი მასწავლებლების 90%-ს, რომ 0 ქულა დაუწერეთ?!“ - პედაგოგები აპელაციის შედეგებით უკმაყოფილოები არიან

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება