სიახლეები
სკოლები

აჭარისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტული თამაშების კვირეულს შეუერთდნენ
31-03-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლათაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში წარმატებით ასპარეზობდნენ.

მიმდინარე წლის 24 მარტს, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციტივით და ორგანიზებით, სტარტი აიღო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის სპორტული თამაშების კვირეულმა.

ორგანიზატორებმა, ინიციატივა სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წამოიწყეს.

შეჯიბრებები გაიმართება სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები, გოგონები), ფრენბურთი (გოგონები, ვაჟები), კალათბურთი (ვაჟები), ფეხბურთი (ვაჟები) და ასევე „მხიარულ სტარტებში“.

სპორტული შეჯიბრებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლების სპორტულ დარბაზებსა და ღია სპორტულ მოედნებზე ჩატარდება.

24 მარტს, მაგიდის ჩოგბურთი ქედქედის ახალაშენებული სკოლის გარემოში ჩატარდა , სადაც მონაწილეობა მიიღეს: ქედქედის, ჩხუტუნეთის, ჩიქუნეთის, კირნათის, მარადიდის, ფერიის, აჭარისწყლის, სალიბაურის N1, სალიბაურის N2 და განთიადის სკოლების VII-IX კლასების მოსწავლეებმა (3 ვაჟი X 2 გოგო).

შეჯიბრებებში აჭარისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით ასპარეზობდნენ, მათ კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა მოახერხეს და თავი გამოიჩინეს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

„განა რა ეწერა ასეთი მასწავლებლების 90%-ს, რომ 0 ქულა დაუწერეთ?!“ - პედაგოგები აპელაციის შედეგებით უკმაყოფილოები არიან

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება