მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საკანონმდებლო მაცნეზე უკვე ცნობილია, მუნიციპალიტეტები რაში აპირებენ 2023 წლის ბიუჯეტიდან თანხების დახარჯვას. etaloni.ge გთავაზობთ ინფორმაციას იმ მუნიციპალიტეტების შესახებ, რომლებსაც ფულადი ჯილდო აქვთ გამოყოფილი წარჩინებული მოსწავლეების, პედაგოგებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრებით განხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოს საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლეების წახალისება 250 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდოთი;
ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების ინიციატივით ყოველ წელს დაჯილდოვდებიან მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები.
2022-2023 სასწავლო წელს კურსადმთავრებებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო. მათ შორის: ოქროსმედალოსნებს 500 ლარი ვერცხლისმედალოსნებს 400 ლარი. ასევე, წარმატებული პედაგოგები დაჯილდოვდებიან ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით;
თიანეთის მუნიციპალიტეტი ფულადი ჯილდოთი წაახალისებს წარმატებული სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების და საგანმანათლებლო სფეროში ღვაწლმოსილი პირებს. ფულადი ჯილდოს გარდა განსაზღვრულია სხვადასხვა პრიზები და ფასიანი საჩუქრები. დოკუმენტში თანხის ოდენობა დაკონკრეტებული არ არის;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაწერილია, რომ ფულადი ჯილდოთი წახალისებიან ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელები; ასევე ადგილობრივი საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები. თანხა არც აქ არის დაკონკრეტებული;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებული აბიტურიენტები წახალისდება ფულადი ჯილდოთი. 100%-იანი გრანტის მფლობელები - 3000 ლარით. გრანტის მფლობელი აბიტურიენტის სკოლა -1500 ლარით. ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულები წახალისდებიან 300 ლარით.
ამასთან, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ფულადი ჯილდო/ფასიანი საჩუქარი გადაეცემა ღვაწლმოსილ,წარმატებულ პედაგოგებს.
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება 2022-2023 სასწავლო წლის თელავის მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულთათვის წახალისება ფულადი საჩუქრით. თანხა დაკონკრეტებული არც ამ შემთხვევაშია,
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი