მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ათი სკოლისთვის გადაცემული ნივთები გამოიყენება ამ სკოლებში შექმნილი რესურს-ოთახების ფუნქციური გამოყენების გასაუმჯობესებლად, რომლებიც თავის მხრივ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების განათლებაში ჩართულობის გაძლიერების მიზნით შეიქმნა. რესურს-ოთახები შესაბამისად აღიჭურვა მრავალფეროვანი ინვენტარით, ხოლო მასწავლებლებმა და სპეციალურმამასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგი განმავითარებელი და საგანმანათლებლო მასალების პრაქტიკულ გამოყენებაში ბავშვების სხვადასხვა საჭიროებისა და ინტერესის გათვალისწინებით.
რესურს-ოთახების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ჯგუფების გასაძლიერებლად და მშობლებისთვის პოზიტიურ მშობლობასა და ინკლუზიურ განათლებაზე ცნობიერების ასამაღლებლად 242 მასწავლებელს, სპეციალურ მასწავლებელს, ადმინისტრაციის პერსონალს და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენელს ჩაუტარდა ტრენინგების სერია. სკოლასა და მშობლებს შორის თანამშრომლობისა და სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობის პოზიტიური კულტურის დამკვიდრების მიზნით, სკოლებში ასევე დაარსდა მშობელთა კლუბები. გარდა ამისა, ინიციატივა ხელს უწყობს სკოლებსა და პროფესიული განათლების დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას შშმ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ზოგადი განათლების საფეხურიდანპროფესიული/უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის პროცესში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი