სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ცოდნაში“ მოსწავლის მშობელმა ფინანსური წიგნიერების შესახებ გაკვეთილი ჩაატარა
03-04-2023
-
+


კერძო სკოლა „ცოდნაში“ სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, მნიშვნელოვანი თარიღები ხშირად მოსწავლეთა მშობლების ჩართულობით აღინიშნება.
 

ამჯერად, „ფინედუს“ დესპანმა და სკოლის მოსწავლის მშობელმა - მარი ბეგალიშვილმა გაკვეთილი ჩაატარა. მან მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად, ფინანსური განათლების სხვადასხვა თემა განიხილა. 

მან შემდეგ საკითზებზე ისაუბრა: 

  • ფულისა და ქართული ფულის ისტორია;
  • ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობა;
  • კლიმატის ცვლილებების ტემპების შესამცირებლად ბუნებრივი რესურსების დაზოგვის აქტუალობა.
გაკვეთილი გლობალური ფულის კვირეულისადმი მიძღვნილი წლევანდელი ინიციატივების გარშემო განხორციელებული ღონისძიების - „მოიწვიე ფინედუ კლასში“, ფარგლებში გაიმართა.

გლობალური ფულის კვირეული მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მას ეროვნული ბანკის ორგანიზებით საქართველო წელს უკვე მეცხრედ უერთდება.
კვირეულის მიზანი ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაციაა.
ღონისძიების წლევანდელი დევიზია „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“.
 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

„განა რა ეწერა ასეთი მასწავლებლების 90%-ს, რომ 0 ქულა დაუწერეთ?!“ - პედაგოგები აპელაციის შედეგებით უკმაყოფილოები არიან

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება