სიახლეები
სკოლები

„ცისფერყანწელები“ -კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურული საღამო გამართეს
01-04-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში" სასწავლო პროცესი საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და განვითარებაზე დადებითად აისახება. 

პედაგოგები მათ შედეგზე ორიენტირებულ ღონისძიებებს სთავაზობენ. ამჯერად კი, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მარეხ ფორჩხიძის ხელმძღვანელობით, ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურული საღამო - „ცისფერყანწელები“, გამართეს. 

მოსწავლეებმა „ცისფერყანწელთა“ ცხოვრება, მოღვაწეობა და შემოქმედება საინტერესოდ წარადგინეს. მათ ისაუბრეს სიმბოლიზმზე, როგორც ლიტერატურულ მიმდინარეობაზე, განმარტეს, თუ რატომ დაირქვეს „ცისფერყანწელებმა“ ეს სახელი, რატომ იყო მათი სიმბოლო მიხაკი და ისტორიულ ჭრილში მიმოიხილეს სიმბოლისტები. 

მოსწავლეებმა მსმენელამდე  „ცისფერყანწელთა“ განცდები მიიტანეს და პოეზიისადმი თავიანთი ინტერესი და დამოკიდებულება შემოქმედებითად გამოხატეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, საღამოს განსაკუთრებული ელფერი ზესტაფონელი პოეტის გოჩა სხილაძის, ბიბლიოთეკის დირექტორის ლელა ფერაძის, სკოლის დირექტორის ქეთევან ედიბერიძის და მშობლების დადებითმა შეფასებამ შესძინა.

ლიტერტურული საღამო ემოციებით დატვირთულ, შემეცნებით და საინტერესო ვითარებაში წარიმართა.

ღონისძიების ხელმძღვანელი ქართული ენისა ლიტერატურის პედაგოგი მარეხ ფორჩხიძე, ხოლო კლასის ხელმძღვანელები თეა მიქაბერიძე და თეა სამხარაძე არიან. 

„სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები“- ეს მეტაფორა საოცარი სიცხადით გამოხატავს იმ პოეტთა ხვედრს, XX საუკუნის დამდეგს დიდი სინათლე რომ შემოიტანეს ქართულ ლიტერატურაში. მზე მარტო ფიზიკური სინათლე არაა, სულის სარკმელში შემოჭრილი პოეზიაა და მისი სიყვარულისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის საქართველოს მოღალატის ბრალდებით უღმერთობის ჟამს სჯიან ქართული სიტყვის მოამაგეებს: ტიციანს, პაოლოს, გალაკტიონს კი მწერალთა კავშირიდან გარიცხვას უპირებენ...
ამ ადამიანებმა ნაცრისფერ ყოფას ცისფერი დაუპირისპირეს, აიტაცეს ცისფერი, როგორც შორეთის, უსაზღვროებისა და იდუმალის ნიშანი, ხოლო ყანწები კი ქართული ტრადიციული ატრიბუტი უკავშირდებოდა თრობასა და ბოჰემას...
მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ ურთულეს პერიოდზე, როდესაც „ცისფერყანწელებს“ მოუწიათ ასპარეზზე გამოსვლა, თუ როგორ შეეწირნენ 1937 წლის რეპრესიებს, ნაწილი კი უშუალოდ როგორ ჩაება "დამკვრელი ეპოქის" საქმიანობაში და ასე გადაირჩინა თავი.
„ძირთიადი ამოცანა, რაც მათ(„ცისფერყანწელებს“) ჰქონდათ დასახული, - ქართული პოეზიის გამართვა მსოფლიო რადიუსით, ანუ ევროპული პოეზიის სიახლეების ათვისება და შემოტანა, ქართული ტრადიციული პოეტური სახეების განახლება ევროპული მხატვრული სახეებითა და ტექნიკური სიახლეებით, - ეს ყველაფერი მართლაც შეძლეს",- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება