მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება უმნიშვნელოვანესია. არასწორად დასმული სასვენი ნიშანი, ხშირად, წინადადებას სრულიად სხვა აზრს სძენს.
ყველაზე ხშირად შეცდომებს მძიმის გამოყენებისას ვუშვებთ. ზოგი ფიქრობს, რომ „რომ“ კავშირთან მძიმე ყოველთვის იწერება, რაც ნამდვილად არ არის სიმართლე.
„რომ“ კავშირის წინ მძიმე სავალდებულოა, როდესაც მის წინ ზმნაა. იმ შემთხვევაში, თუ „რომ“კავშირის წინ ზმნა არ გვხვდება, მძიმე საჭირო არ არის.
არსებობს სიტყვები, რომლების წინაც მძიმის გამოყენება აუცილებელია. ესენია წევრ-კავშირები და კავშირები.
მძიმე ყოველთვის იწერება:
წევრ-კავშირების წინ: ვინც, რაც, რომელიც, როგორც, როგორიც, სადაც, საიდანაც.
მაპირისპირებელი კავშირების წინ: მაგრამ, ხოლო, ოღონდ, თუმცა, თუ, თორემ.
შედარების დროს შემდეგ კავშირებთან: თითქოს, ვიდრე.
შეგახსენებთ, რომ სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება უნდა შეეძლოს გამოცდაზე გასულ ყველა აპლიკანტს. მასწავლებლებისა და მოსწავლეების საგამოცდო ტესტებში სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებას შეფასების კრიტერიუმებიც ითვალისწინებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ