სიახლეები
სკოლები

ზინობიანის საჯარო სკოლაში უდიების საქართველოში ცხოვრების 100 წლისთავს ღონისძიება მიეძღვნა
03-04-2023
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში უძველესი ქრისტიანი ხალხის - უდიების საქართველოში ცხოვრების 100 წლისთავი აქტივობებით აღინიშნა. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, ისტორიის მასწავლებლის - თამარ ჩაჩანიძისა და უდიური ენის მასწავლებლის ალინა დალაქიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა აუდიტორიას უდი ერის ისტორია და იბერიის მოსაზღვრე ქვეყნის - ალბანეთის მკვიდრთა საქართველოში გადმოსახლების მიზეზები გააცნეს. მათ უდი ხალხის წინამძღოლის - ზინობი სილიკაშვილის (რომლის სახელსაც სოფელი ატარებს) ღვაწლზე ისაუბრეს.

მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებმა უდიურ ენაზე ზღაპარი წარადგინეს და ლექსები წაიკითხეს. მე-8 კლასის მოსწავლეებმა კი მე-16 საუკუნის საქართველოს რუკა წარადგინეს, სადაც მისი მოსაზღვრე ქვეყანა - ალბანეთიც დატანილია. 

აღსანავია, რომ ღონისძიების მიმდინარეობაში მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო საინტერესოდ გაატარეს.

„ღონისძიებას ამშვენებდა უძველესი ტრადიციული საოჯახო ნივთები და კერძები. სასკოლო საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილე მოსწავლეებს გაქრობის პირას მდგარი ენის გაცოცხლებაში შეტანილი წვლილისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:








კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება