სიახლეები
სიახლეები

რატომ შეიძლება მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვონ - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება
08-11-2016
-
+


გადაცემა ''2030''-ის პირდაპირ ეთერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სკოლაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, სკოლაში კარგი ადამიანი უნდა აღიზარდოს და ამ კარგ ადამიანს თუ სწავლას შევაყვარებთ, ის აუცილებლად ისწავლის:

„მესამე კლასში ჩემს ერთ-ერთ მასწავლებელზე ვიყავი შეყვარებული და დაუძლეველი სურვილი მქონდა, კარგად მესწავლა, ეს ადამიანი  იმდენად ზღაპრული იყო, რომ არასოდეს დამავიწყდება. ისტორიულად, სწავლას და სწავლებას საფუძვლად ყოველთვის ფართო გაგებით სიყვარული და პატივისცემა ედო. სკოლა პირველ რიგში, აღზრდის ადგილია და იქ პირველ რიგში, სული უნდა დავაბრუნოთ. სკოლაში კარგი ადამიანი უნდა აღიზარდოს და ამ კარგ ადამიანს თუ სწავლას შევაყვარებთ, ის აუცილებლად ისწავლის“, – დასძინა მინისტრმა.

განათლების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ბავშვმა დედა წიგნით ხელში არ ნახა, წიგნს არასოდეს წაიკითხავს:

„მშობლები თვლიან, რომ მასწავლებელს ჯადოსნური ჯოხი აქვთ. არადა, ბავშვმა თუ ოჯახში იგივე არ მოისმინა, რომ სწავლა კარგია, დედა თუ წიგნით ხელში არ ნახა, წიგნს არასოდეს წაიკითხავს, რადგან იფიქრებს, რომ კარგი რომ იყოს, მას დედა ან მამა გამოიყენებდა. ოჯახი და მასწავლებელი უნდა დავიყოლიოთ, რომ ბავშვს მეტი სიყვარული მისცენ. ამისთვის დროა საჭირო. დღეს კი, ჩვენს მასწავლებელს იმდენი დოკუმენტაციის გაკეთება უწევს რომ ვერ მიხვდებით, ის მასწავლებელია თუ ბუღალტერი. ჩვენ ამ სქემას აუცილებლად შევცვლით. ეს პროცესი ძირითადად დაწყებულია“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, ბავშვს შრომა, გვერდით დგომა და მეგობრობა უნდა შეუყვარდეს. ეს სკოლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

„არსებობს გამონათქვამი, რომ უნდა აღვზარდოთ არა შვილები, არამედ ჩვენი თავი და შვილები თვითონ დაგვემსგავსებიან. მასწავლებელი სამაგალითო ადამიანი უნდა იყოს. ის უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც ყველას ეხმარება, ყველას გვერდით უდგას და თავისი სამსახურის სიყვარულში იწვის, რაც ბავშვებსაც გადაედება. ბავშვს შრომა, გვერდით დგომა და მეგობრობა უნდა შეუყვარდეს. ეს სკოლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, პლუს – საგნის სწავლება. მასწავლებელს უნდა ვაცადოთ, ბავშვთან კარგ ურთიერთობაში იყოს და პირობას გაძლევთ, სკოლიდან წავა ყველა მასწავლებელი, ვინც ვერ შეძლებს, ბავშვი კარგ შედეგზე გაიყვანოს."

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, იმისთვის, რომ გაარკვიო, პედაგოგების მოტივაციის ასამაღლებლად რა არის საჭირო, პირველ რიგში, პედაგოგებს უნდა შეხვდე.

„მე 12 000 პედაგოგს შევხვდი და პირისპირ ვესაუბრე. მათ ზედმიწევნით იციან, რა სჭირდებათ. ესაა ბავშვებთან სამუშაოდ მეტი დრო, მშობლების მხარდაჭერა, მეტი თავისუფლება, სადაც ამის შესაძლებლობაა, გაკვეთილზე ნაკლები ბავშვი და უცნაური, სულელური გადაწყვეტილებების გაუქმება სჭირდებათ, როცა სამი საგანი ერთად ისწავლება. სია უზარმაზარია, რომელიც ყოველი შეხვედრის დროს იხვეწება და ძალიან მცირე ვადაში, რამდენიმე თვეში მასწავლებელთა თვისობრივად განსხვავებული მოტივაცია გვექნება. ეს ხალხი სკოლაში ფულისთვის არ არის მოსული. ისინი გვეუბნებიან, რომ თუ ნორმალურ ხელფასს გადავუხდით, კარგ პირობებს შევუქმნით და საყვარელ მოსწავლეებთან მივუშვებთ, მთებს გადაატრიალებენ. რა თქმა უნდა, ხელფასი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ნაბიჯებს ვდგამთ“, – დასძინა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება