მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თამარ ყიფიანი ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვარია. გოგონა ზღუდერის საჯარო სკოლის მე-9 კლასში სწავლობს და თავისუფალ დროს ხატვითაა გატაცებული.
თამარი სამი წლის ასაკიდან ხატავს. არასდროს უვლია ხატვის კურსებზე. მისი შემოქმედება მხოლოდ ნიჭის, ფანტაზიის განუმეორებელი უნარისა და ემოციური შინაგანი სამყაროს შედეგია. უბრალოდ შეუძლებელია მისი ნახატები ნახო და დაგავიწყდეს, იმდენად კარგად გადმოსცემს მხატვრის ბუნებასა და დამოკიდებულებას.
Etaloni.ge გთავაზობთ ინტერვიუს თვითნასწავლ მხატვართან.
- რას ნიშნავს შენთვის ხატვა და რა ასაკიდან ხატავ?
- ჩემთვის ხატვა არის, პირველ რიგში, სულის განუყოფელი ნაწილი და ჩემი ემოციების გამოსახვის ყველაზე მარტივი გზა. მე იმას ვხატავ, რასაც ვგრძნობ, რასაც ვხედავ და რასაც ჩემს თავში ვმალავ.
ხატვა სამი წლის ასაკიდან დავიწყე. ვხატავდი ადამიანებს, რომლებსაც ყოველთვის თავდაყირა გამოვსახავდი, მაგრამ 13 წლიდან რეალისტური ნამუშევრების შექმნა დავიწყე. ასე მგონია, თითქოს, რომ დავიბადე, უკვე მქონდა საქმე რაც უნდა მეკეთებინა და არ არსებობს ჩემს ლექსიკონში სიტყვა „ხატვით დავინტერესდი“, ჩემი დაბადებით დაიბადა ისიც, რადგან ხატვა ყოველთვის ჩემში იყო.
- საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები გაქვს...
- მე ძალიან ემოციური ვარ. ამიტომ ჩემზე ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს. ერთ ჩვეულებრივ ისტორიასაც შეუძლია გამიღვივოს ხატვის სურვილი.
- შენი ნამუშევრების გამოფენა თუ გაგიმართავს?
- მხოლოდ ერთხელ მქონდა გამოფენა ჩემს სკოლაში.
- ხატვის გარდა კიდევ რითი ხარ დაკავებული?
- როგორც ხატვას ვანიჭებ ჩემს ცხოვრებაში დიდ მნიშვნელობას, ასევე ძალიან მიყვარს მოთხრობების წერა და ფორტეპიანოზე დაკვრა, პეიზაჟების გადაღება, სიმღერა, განსაკუთრებით კი გალობა, როცა ტაძარში ვგალობ, ყველაფერი ამქვეყნიური მავიწყდება.
- აპირებ რომ ხატვას გაჰყვე, თუ სხვა პროფესიას აირჩევ?
- ძალიან მომწონს ფსიქოლოგია, რადგან მიყვარს ადამიანების მოსმენა. ასევე ვფლობ გარკვეულ ცოდნას სხეულის ენის შესახებ. ხშირ შემთხვევაში, ადამიანი დუმილით, თავისი საქციელით უფრო მეტს გამოხატავს, ვიდრე სიტყვებით.
სამომავლოდ გავყვები თუ არა ხატვას, არ ვიცი. თან თუ გავითვალისწინებ ჩემს ხასიათს, ვერცერთ ნახატს ვერ გავყიდი, მათი უზომო სიყვარულის გამო.
იხილეთ ფოტოები და თავად შეაფასეთ თამარის ნამუშევრები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა