სიახლეები
სკოლები

„ჩვენი სკოლის ოთხფეხა მეგობრები“- ჭოგნარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრთა ინიციატივით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
03-04-2023
-
+


ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ხშირად მართავენ. 

ამჯერად, სამოქალაქო განათლების კლუბ - „მომავალი თაობის“ წევრების ინიციატივითა და სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით პროექტი - „ჩვენი სკოლის ოთხფეხა მეგობრები“, დაიგეგმა და განხორციელდა. 

პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, სასწავლო ვიზიტი ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში იმყოფებოდნენ. მოსწავლეები თავშესაფარში მოთავსებული ცხოველების მდგომარეობას გაეცნენ. მათ სპეციალისტები მიუსაფარ ცხოველთა მოვლის ეტაპებზე, პოპულაციის კონტროლის შესახებ, სტერილიზაცია-კასტრაციაზე და სავალდებულო აცრებზე ესაუბრნენ. შედეგად, მოსწავლეებს ცნობიერება აუმაღლდათ. 

შეხვედრა საინტერესიდ წარიმართა. თავშესაფრის თანამშრომლებმა მოსწავლეების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხეს.

აქტივობები სამოქალაქო განათლებისა და „მე და საზოგადოების“ მასწავლებლების - ნინო კვიმსაძისა და ნათია ნიშნიანიძის ჩართულობით გაიმართა. 

„სასწავლო ვიზიტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში სკოლის მეგობარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორის მ/შ ლუიზა ნიშნიანიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება