სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N17 სკოლის მოსწავლეები ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
03-04-2023
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში - „გავიცნოთ ფრანკოფონული ქვეყნები: პატივს მივაგებთ ალჟირსა და ტუნისს“, ჩაერთნენ. 

სკოლის ფრანკოფონულმა გუნდმა: ბარბარე კაპანაძემ, ელენე ხუხუამ, მარიამ ჯინჭარაძემ, ნინო ტოგონიძემ, გოგა უშვერიძემ და მარიამ წივწივაძემ პრეზენტაცია ფრანგულ ენაზე - Fêtes en Algérie - „დღესასწაულები ალჟირში“ ონლაინ წარმოადგინეს.
მათ ალჟირის ეროვნულ და რელიგიურ დღესასწაულებზე ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მათი მასწავლებელი ნათია ბუხაიძეა. 

აღნუშნული ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტმა და ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობამ გამართეს.
მასში ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის წევრები, ქვეყნის საჯარო სკოლების ფრანგულენოვანი მოსწავლეები, პედაგოგები, ქართული უნივერსიტეტების ფრანგულენოვანი სტუდენტები და პროფესორები, ალჟირისა და ტუნისის უნივერსიტეტების პროფესორები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი ამ ორი ქვეყნის ისტორიის, გეოგრაფიის, ეკონომიის, დედაქალაქების, მოსახლეობის არქიტექტურის, ფრანგულენოვანი ლიტერატურის, მუსიკის, მხატვრობია, კინოს, სპორტისა და ტურისტული ადგილებს გაცნობა იყო.
 
„მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში სხვა ქვეყნის კულტურის მიმართ ინტერესისა და პაგივისცემის ზრდას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება