სიახლეები
სკოლები

საინტერესო აქტივობებით გაჯერებული მათემატიკის გაკვეთილი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
04-04-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის V კლასში მასწავლებელმა მანანა წულაიამ მათემატიკის საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. 

მისი თემა „საკოორდინატო ბადე“ იყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, აქტივობები განახორციელეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

მათ საინტერესო პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ონლაინ რესურსების გამოყენებით შეძლეს:
 
  • ორიენტირება ადგილმდებარეობის გეგმის მიხედვით;
  • მარშრუტის აღმწერი მარტივი სქემის შედგენა;
  • სიმბოლოებისა და კოორდინატების გამოყენება მარშრუტის აღსაწერად;
  • ორიენტირება საკოორდინატო ბადეზე;
  • ცოდნის გამთლიანებით ტრანფერი.
გარდა ამისა, არგუმენტირებულად იმსჯელეს სასურველი მარშრუტის უპირატესობაზე. გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. 
 
„საინტერესო და სასიამოვნოც კი იყო გაკვეთილის შეჯამება და მოსწავლეთა უკუკავშირები. საკლასო ოთახში დამალულ განძის ყუთსაც მიაგნეს და კოდიც ოვაციებით გამოიცნეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება