სიახლეები
სიახლეები

ბაღის პერსონალი მგზავრობის 50 პროცენტს გადაიხდის - კიდევ ვის ეხება ცვლილება დადგენილებაში
23-04-2023
-
+


„ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სატარიფო რეგულირების, მგზავრთა გადაყვანის მარშრუტების და მოძრაობის განრიგის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ ადგილობრივი სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები და ბაღების თანამშრომლები 50 პროცენტიანი ფასდაკლებით იმგზავრებენ.

სამგზავრო შეღავათებით ისარგებლებენ:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის – უფასო;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის 50%-იანი ფასდაკლება;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის – უფასო;

0-10 წლამდე ბავშვებისათვის – უფასო;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის (გარდა 0-10 წლამდე ბავშვებისთვის/მოსწავლეებისთვის, რომლებისთვისაც მგზავრობა უფასოა) – 50%-იანი ფასდაკლება;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება