მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლების პროფესიული განვითარებისკენ მიმართული ერთ-ერთი საინტერესო საქმიანობაა ერთობლივი გაკვეთილი. ეს არის კოლეგებთან ერთად დაგეგმილი გაკვეთილი, რომელსაც სხვა პედაგოგებიც უნდა ესწრებოდნენ. გაკვეთილის ბოლოს კი მნიშვნელოვანია რეფლექსია და დამსწრეთა აზრების შეჯერება.
პედაგოგების მიერ ერთობლივად დაგეგმილი გაკვეთილი უნდა ჩაატაროს ერთ-ერთმა კოლეგამ, დანარჩენები კი დაესწრონ. სურვილის შემთხვევაში, გაკვეთილზე შეგიძლიათ, მიიწვიოთ დირექტორი, ახალბედა მასწავლებელი და სხვა სასურველი სტუმარი. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილის დაგეგმვისას სხვა მასწავლებლებიც მონაწილეობენ, დამსწრე პედაგოგებმა თავი უნდა შეიკავონ საგაკვეთილო პროცესში ჩართვისგან. არაა სასურველი მათი მხრიდან მოსწავლეებისთვის შეცდომების გასწორება.
ერთობლივი გაკვეთილის ჯგუფში შეიძლება გაწევრიანდნენ მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან ერთსა და იმავე საგანს ერთსა და იმავე საფეხურზე. ეს არ არის ინტეგრირებული გაკვეთილი, როდესაც ერთ გაკვეთილზე სხვადასხვა საგნის მასწავლებელია ჩართული და შედეგიც რამდენიმე საგნის მიზნიდან უნდა გამომდინარეობდეს.
ერთობლივი გაკვეთილის დაგეგმვისას პედაგოგებმა უნდა შეარჩიონ კლასი, სადაც გაკვეთილი ჩატარდება, შემდეგ კი დასახონ ნაბიჯები იმ მიზნების შესაბამისად, რომელთა მიღწევაც სურთ.
ერთობლივი გაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებლებმა უნდა იხელმძღვანელონ კითხვებით: რომელ საკითხზე ჩავატარო გაკვეთილი? ესგ-ს რომელ მიზანს მივაღწევ ამ გაკვეთილის შედეგად? რა წინარე ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მოსწავლეებს და რას შეძლებენ ისინი გაკვეთილის ბოლოს? რომელ მეთოდებს გამოვიყენებ? როგორ შევაფასებ მოსწავლეებს? რა სირთულეები შეიძლება წარმოიშვას გაკვეთილის პროცესში? და ა.შ.
დამსწრე მასწავლებლებს დამკვირვებლის როლი აქვთ. ისინი უნდა შეთანხმდნენ, ვინ რას დააკვირდა გაკვეთილის მსვლელობის დროს, შეგროვებული ინფორმაცია კი რეფლექსიის ეტაპზე შეაჯამონ.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ მასწავლებლები უნდა შეიკრიბონ და გააანალიზონ: რამდენი მოსწავლე იყო ჩართული? რამდენი პასიურობდა? რამდენს გაუჭირდა კითხვებზე პასუხი? რამდენმა შეძლო სწორი პასუხების გაცემა? რა გაიგეს ახალი მოსწავლეებმა? რა ისწავლეს? რა არ გამოუვიდათ?
თითოეული დამსწრე პედაგოგის აზრის მოსმენის შემდეგ, მასწავლებლებმა უნდა განიხილონ: შესრულდა თუ არა დაგეგმილი? გაკვეთილის რომელი ნაწილი იყო ეფექტური? ხელახლა რომ გეგმავდნენ გაკვეთილს, რას შეცვლიდნენ? რა გამოცდილება მიიღეს თავად პედაგოგებმა? მიღებულ გამოცდილებას როგორ გამოიყენებენ მომავალში?
გაკვეთილის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მასწავლებლებს გაკვეთილის გეგმაში ცვლილებების შეტანა და მისი განმეორებით ჩატარება შეუძლიათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი