სიახლეები
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალური თამაშის რეგიონულ ტურში გამარჯვება მოიპოვა
04-04-2023
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებსა თუ კონკურსებს სთავაზობენ, მოზარდები კი სკოლის სასახელოდ არაერთ წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გუნდური ინტელექტუალური თამაშის -  „ტვინების ბრძოლა“, რეგიონულ ტურში წარმოაჩინეს. 

რეგიონული გუნდური ინტელექტუალური კონკურსი, სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეთა შორის, ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლაში გაიმართა. ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების სკოლათა შიდასასკოლო კონკურსში გამარჯვებული გუნდები.

კონკურსში პირველი გამარჯვება მოიპოვა ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების გუნდმა - „თათო და ბიჭები“. გუნდის წევრებმა შესაძლებლობები და ცოდნა შესანიშნავად გამოავლინეს.

სასკოლო გუნდებს ხელმძღვანელობდა და ამზადებდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ამავდროულად სკოლის დირექტორი - მთვარისა ახვლედიანი, რომელიც მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს.

„გილოცავთ, ჩემო ჭკვიანო, ბეჯითო და უსაყვარლესო ბავშვებო! ძალიან საინტერესო და სახალისო იყო თქვენთან ეს თვე-ნახევრიანი მუშაობა, მიხარია, რომ - ასეთი ნაყოფიერიც! გმადლობთ, რომ ასე გამიმართლეთ იმედები! მე ხომ მჯეროდა თქვენი! მწამს, ეს თქვენი პირველი წარმატება ინტელექტუალურ სფეროში ახალ-ახალი გამარჯვებების საწინდარი იქნება და კვლავაც არაერთხელ გაგვახარებთ თქვენი მიღწევებით და რაც ყველაზე მთავარია, ცოდნის შეძენასთან ერთად საერთო მიზნის მისაღწევად ერთობლივ მუშაობასაც ვისწავლით და ერთმანეთის სიხარულის გაზიარებას! თქვენთან ერთად ვულოცავ თქვენს მშობლებსა და მასწავლებლებს, რომელთა დიდი წვლილიცაა თქვენი ყველა წარმატება! ასევე ვულოცავ მეზობელი სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის გამარჯვებულ გუნდებსა და ყველა მონაწილეს, მათ შორის - ჩვენს უფროსკლასელებს, რომელთათვის დღევანდელი დღე თქვენსავით წარმატებული ვერ იყო და მხოლოდ საპრიზო მესამე ადგილზე გავიდნენ. მჯერა, ეს კიდევ ერთხელ დააფიქრებთ და მეტი შრომისმოყვარეობისკენ უბიძგებთ. თქვენ ხომ ყველანი ჩვენი ლეჩხუმისა და საქართველოს მომავალი ხართ! გზა დაგელოცოთ!“, - აღნიშნავს დირექტორი მთვარისა ახვლედიანი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და შეჯიბრებები მოსწავლეთა ცოდნისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება