სიახლეები
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მარინე ფიფია კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს
04-04-2023
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლას პროფესიონალი პედაგოგები ჰყავს, რომელებიც საკუთარ და მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ერთ-ერთი ასეთი დაწყებითი კლასების მასწავლებელი მარინე ფიფია. ის სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს იყენებს და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. პედაგოგი საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს, საგანმანათლებლო, სასკოლო  ცხოვრებით დაინტერესებულ ადამიანებს უზიარებს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, წაკითხულის გააზრება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა საგანმანათლებლო სივრცეში. მარინე ფიფია კი კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს, რისი მეშვეობითაც პრობლემის მინიმუმამდე დაყვანაა შესაძლებელი.

„სიტყვების გამომძიებელი“

- ყველაზე ეფექტური საშუალებაა ახალი ლექსიკური ერთეულების ასათვისებლად...

გააზრებული კითხვა და წერა მნიშვნელოვნად ლექსიკურ მარაგზეა დამოკიდებული. გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი სწორედ ლექსიკური მარაგის სიმწირეა. სიტყვების ცოდნა მჭიდროდ უკავშირდება აკადემიურ წარმატებას ყველა საგანში, ვინაიდან მდიდარი ლექსიკური მარაგის მქონე მოსწავლე უფრო სწრაფად და უკეთ იგებს ახალ ცნებებს,აზრებსა და იდეებს, ვიდრე მწირი ლექსიკური მარაგის მქონე.

სიტყვის ცოდნა ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია მისი განმარტება და გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში. დაწერილი ტექსტების გასააზრებლად საჭირო სიტყვების უმრავლესობას ჩვენ, ისევ და ისევ დაწერილ ტექსტთან ურთიერთობისას ვითვისებთ, წაკითხულის გააზრება შეუძლებელია, თუკი მის შემადგენელ სიტყვათა უმრავლესობას ვერ გავიგებთ. ამიტომ მეტად სასარგებლოა ახალი სიტყვების წინასწარ გაცნობა ტექსტის წაკითხვამდე, შესწავლილ ლექსიკურ ერთეულებზე სავარჯიშოების შესრულება,მათი სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება და ა.შ.

ახალი ლექსიკური ერთეულების ასათვისებლად ყველაზე ეფექტური საშუალებაა დამხმარე გრაფიკული სქემების გამოყენება...

ამ მიზნით აქტიურად ვიყენებ სქემას „სიტყვების გამომძიებელი“.

ამ აქტივობას გაცილებით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე თვით ამ სიტყვების ან მათი განმარტებების დაზეპირებას, რადგან მოსწავლე ეჩვევა ვარაუდების გამოთქმას სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, სწავლობს მისი მნიშვნელობის ამოცნობას კონტექსტის მიხედვით. ეჩვევა ლექსიკონის გამოყენებას სიტყვის მნიშვნელობის დასაზუსტებლად და იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს.

კედელზე ან დაფაზე ვაკრავ საგანგებოდ მომზადებულ ოთხსვეტიან ცხრილს სათაურით „სიტყვების გამომძიებელი":

  • ცხრილის პირველ სვეტში ჩამოვწერ ტექსტიდან ამოკრებილ ისეთ სიტყვებს,რომლებიც მოსწავლეებისთვის სავარაუდოდ უცნობი იქნება.მნიშვნელოვანია რომ ამ სიტყვების მნიშვნელობის ამოცნობა შესაძლებელი იყოს კონტექსტის მიხედვით;
  • ცხრილის მეორე სვეტში მოსწავლეები წერენ თითოეული სიტყვის სავარაუდო მნიშვნელობას(ყველა პასუხი მისაღებია,მცდარიც და ჭეშმარიტიც);
  • ტექსტის წაკითხვისას მოსწავლეები კონტექსტის დადგენილ მნიშვნელობას შეადარებენ თავიანთ ვარაუდებს და გზადაგზა შეავსებენ ცხრილის მესამე სვეტს-კონტექსტური მნიშვნელობის სვეტს;
  • მეოთხე სვეტში იწერება ლექსიკონიდან ამოწერილი განმარტებები.

შესაძლებელია სვეტის დამატება,ამ სიტყვების გამოყენებით შედგენილი წინადადებებისთვის...


კითხვები და პასუხები(QAR)მეთოდი

წაკითხვისა და გააზრების პროცესი მჭიდროდაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ერთდროულად მიმდინარეობს. გაგება-გააზრება კითხვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე კომპეტენციაა,იგი წაკითხულიდან აზრის გამოტანაა.ეს პროცესი საკმაოდ რთულია, მისი სწავლება, სწავლა და პრაქტიკაში გადატანა ადვილი არ არის. ის იწყება წაკითხვამდე ,მიმდინარეობს კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგაც გრძელდება.ტექსტის ყოველი სიტყვისთვის მნიშვნელობის მინიჭების გარდა,მოსწავლემ უნდა შეძლოს მათი ლოგიკური მსჯელობით ურთიერთდაკავშირება და გამთლიანება. სწორედ ეს განაპირობებს ტექსტის გაგება-გააზრებას და ამიტომ არის საჭირო, რომ მოსწავლეებმა უწყვეტად გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი.

წაკითხულის გაგება-გააზრების უნარი ყველაზე უკეთ მაშინ ვითარდება, როცა მასწავლებელი სტრატეგიებს კომბინირებულად იყენებს. წარმატების ოქროს გასაღები კარგად სტრუქტურირებული აქტივობებია. შეკითხვების დასმა და პასუხების ძიება, გაგება-გააზრების მთავარი სტრატეგიაა. ეს შეკითხვები საშუალებას აძლევს მკითხველს, თვალყური ადევნოს ტექსტის შინაარს, სტრუქტურას და ენობრივ მახასიათებლებს. გრაფიკული სქემები კი ეხმარება ახალი ინფორმაციის სტუქტირირებაში, გააზრების თვალსაჩინოდ დემონსტრირებაში, ძირითადი აზრის გამოკვეთაში.

გაგება-გააზრების უნარის გასავითარებლად ხშირად ვიყენებ მეთოდს „კითხვები და პასუხები"(QAR), მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან პროცესში, მოსწონთ, როცა პასუხებს ეძებენ, პოულობენ და სათანადო უჯრაში ათავსებენ.

წინასწარ შევარჩევ წასაკითხ ტექსტს და ჩამოვაყალიბებ მასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, რომელთაც ჩამოვწერ დაფაზე ან ბარათებზე. მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ გამზადებულ ცხრილს,რომელიც შედგება ოთხი უჯრისგან:

  • ზედა მარცხენა უჯრას აწერია „იქვე, ტექსტში". აქ იწერება ისეთი კითხვა და მასზე პასუხი, რომელიც პირდაპირ არის მოცემული ტექსტში;
  • ქვედა მარცხენა უჯრაში. „იფიქრე და მოიძიე"- იწერება ისეთი კითხვები და პასუხები, რომლებზე პასუხის გასაცემად მოსწავლემ ინფორმაცია ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში უნდა მოძებნოს...
  • ზედა მარჯვენა უჯრაში- „ავტორი და მე"- იწერება ინფორმაცია, რომელიც ტექსტში პირდაპირ არ არის მოცემული, მაგრამ იგულისხმება. მოსწავლეებმა უნდა დაუკავშირონ წინარე ცოდნას და ისე გასცენ პასუხი კითხვას.
  • ქვედა მარჯვენა უჯრაში- „მე თვითონ" იწერება განზოგადებული ინფორმაცია, ისეთი კითხვების პასუხები, რომლებსაც ტექსტის წაკითხვის გარეშეც, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება გაეცეს პასუხი, მაგრამ შინაარსობრივად ტექსტს უკავშირდება.

მოსწავლეები ცხრილში სწორად ანაწილებენ შეკითხვებს და შესაბამისად პასუხებსაც.

ამით უვითარდებათ გაგება-გააზრების უნარი, აცნობიერებენ რა სტრატეგიებს იყენებენ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მუშაობენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში და ჯგუფებში.

გიზიარებთ, კოლეგებო, მეტად წარმატებულ პრაქტიკას“,- წერს მასწავლებელი მარინე ფიფია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება