სიახლეები
სკოლები

„XXI საუკუნე, საქართველო - გამოწვევები და პერსპექტივები“ - რუსთავის №23 სკოლაში მრგვალი მაგიდის ფორმატით დისკუსია გაიმართა
04-04-2023
-
+


რუსთავის №23 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

30 მარტს, რუსთავის №23 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა დისკუსია -  „XXI საუკუნე, საქართველო - გამოწვევები და პერსპექტივები“.

დისკუსიას დაესწრნენ მიწვეული სტუმრები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირმა დიხამინჯია, დეკანის მოადგილე პროფესორი დავით ზაქარაია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნესტან კეკელია, დეკანის მოადგილე პროფესორი კობა კორსანტია, ასევე საგამომცემლო სამსახურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი დავით გორგიაშვილი და ახალგაზრდების დიდი ქომაგი და გულშემატკივარი, მეცენატი, ბატონი თამაზ გველუკაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში, დისკუსიაში მონაწილე მოსწავლეებმა, სტუმრებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წარუდგინეს. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

„მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმრებს და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება