სიახლეები
სკოლები

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირება“ - მაღრაანის საჯარო სკოლასთან შერწყმულ არგოხის სკოლაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
04-04-2023
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლასთან შერწყმულ არგოხის სკოლაში პედაგოგები საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს ატარებენ.

ამჯერად, სკოლაში თემაზე - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირება“ ღია გაკვეთილი ჩატარდა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, პლაკატები, კედლის გაზეთი დაამზადეს და ცოდნა აიმაღლეს.

გაკვეთილზე მათ შესაძლებლობები და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„საუკეთესო თაობა მოდის, აქტიურები, კრიტიკულად მოაზროვნენი, შემოქმედებითები და მიზანსწრაფულები. ამ ყველაფერს დასასრულიც გემრიელი ჰქონდა. მადლობა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ჩვენი ბავშვების გახარებისთვის, მათ დღესასწაული უწოდეს ამ დღეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი გაკვეთილები და აქტიოვობები მოსწავლეთა ცოდნასა და საჭირო უნარებს ავითარებს, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება