სიახლეები
სკოლები

„გზა ჯანმრთელობისკენ“ - დიდი ჯიხაიშის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
04-04-2023
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „გზა ჯანმრთელობისკენ“, ხორციელდება. 

მის ფარგლებში, ყოველი აქტივობა გეგმის მიხედვითაა გაწერილი. ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლების - თეა კოზმავასა და მაია კახაძის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია - „ფსიქოაქტიური ნივთიერებები“, გამართეს. მათ ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს და პოსტერებზე გადაიტანეს.

პრეზენტაციის მიზანი იყო:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება;
  • მავნე ჩვევებთან დაკავშირებული პრობლემების დასაბუთება;
  • პრობლემის აღმოჩენის, გადაწყვეტილების მიღების და თანამშრომლობის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა.
აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

„იყო გულწრფელი ემოციები, მოზარდები აღფრთოვანებით საუბრობდნენ იმაზე, რომ სრულიად ჯანსაღი ცხოვრების წესის წარმართვისთვის თქვენ არა მხოლოდ უნდა შექმნათ ჯანსაღი ჩვევები თქვენს რუტინაში, არამედ უნდა მოერიდოთ გარკვეულ წეს-ჩვეულებებს:
ალკოჰოლს, თამბაქოს, ნარკოტიკს, სტრესის ან შფოთვას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება