სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის 17-მა პედაგოგმა ათსაათიანი ტრენინგკურსი გაიარა
05-04-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი, სხვადასხვა ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლის 17 პედაგოგმა ათსაათიანი ტრენინგკურსი გაიარა, ის საწირეში გაიმართა. შეხვედრის მიზანი მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა იყო. ტრენინგის თემა იყო: მასწავლებლის პორტფოლიო და მისი ანალიზი. მას სპმთპ-ის მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს საგნობრივი დისციპლინების ხელმძღვანელი, ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი უძღვებოდა.

გარდა ამისა, პედაგოგებს შეხვდა, ესაუბრა და სერტიფიკატები გადასცა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.

„პროფესიული განვითარება ყოველთვის უნდა იდგეს განათლების სფეროს წარმომადგენლის დღის წესრიგში. კარგია, როცა სკოლის დირექტორი დაინტერესებულია საკუთარი სკოლის პედაგოგთა კარიერული წინსვლით, რაც პროფესიულ განვითარებას პირდაპირ უკავშირდება და ემსახურება მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინტელექტუალური რესურსის გამოყენება სკოლის დირექტორის - ფაქიზო ფანჩულიძის უდავოდ დროული ინიციატივა იყო.
საწირეში ორდღიანი გასვლითი აქტივობა შესანიშნავი აღმოჩნდა განტვირთვისა და დასვენებისთვისაც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება