სიახლეები
სკოლები

მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში 
05-04-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერადაც, საინტერესო გაკვეთილები თუ ღონისძიებები ჩატარდა. 

მეათე კლასმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მინიკონფერენცია მოაწყო. კლასის წინაშე სხვადასხვა ტიპის პრეზენტაციებით მ.ჭიჭინაძე, თ. ბუიშვილი, ლ. კოპალიანი, ი. გედენიძე წარდგნენ. განიხილეს ბალნეოლოგიური, სასმელი, მინერალური, ჩამდინარე წყლის შემადგენლობა, განმარტება და მათთან დაკავშირებული პრობლემები. გამოიკვეთა კურორტ წყალტუბოს წყლის სამკურნალო თვისებები, ტურიზმის კუთხით, მისი განვითარება და განახლება.

„ვფიქრობ, ასეთი ტიპის აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს იაზროვნონ აბსტრაქტულად, რადგან შეძლებენ არგუმენტირებულ დასაბუთებას, ცოდნის გამთლიანებას და განზოგადებას. კერძოდ, დაინახეს ბუნებაში არსებული წყლის ნაირსახეობა, მათი წარმომავლობა და დანიშნულება“,- აღნიშნავს ბიოლოგიის მასწავლებელი მაია კაკაბაძე.

მე-5 კლასში სავალდებულო საჩვენებელი გაკვეთილი ინგლისურ ენაში ჩატარდა. მისი თემა იყო „ტანსაცმელი“. გაკვეთილი საინტერესო აქტივობებითა და მრავალფეროვანი რესურსებით იყო დატვირთული. მასწავლებელმა გამოიყენა უცხო ენის სწავლების 3 სტრატეგია: მოსმენა, ლაპარაკი და წერა.
 
მოსწავლეებმა ხალისითა და დიდი მონდომებით გაართვეს თავი ყველა დავალებას: ისაუბრეს სეზონურ ტანსაცმელზე, აღწერეს სურათები, შეადგინეს დიალოგები, შეასრულეს მოსასმენი დავალებები. 

გარდა ამისა, სავალდებულო საჩვენებელი გაკვეთილი მე-7 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა, რომლის თემა იყო ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“. მასწავლებელმა გაკვეთილის მსვლელობისას სხვადასხვა აქტივობა გამოიყენა, რომლებიც გაკვეთილის მიზანს შეესაბამებოდა. მოსწავლეებმა თავიანთი ნახატები წარადგინეს, სადაც გამოსახული იყვნენ მოსწავლეების თვალით დანახული პერსონაჟები. მათ ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული, ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმის ეპიზოდები ნახეს. შემდეგ იმსჯელეს მწერლის მთავარ სათქმელზე, ქართველი კაცის მანკიერ მხარეებზე და მათი გამოსწორების გზებზე. აქტივობები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის ქეთევან სვანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სწორედ ამ მიზნით,
მე-6 კლასში თემაზე - ჯანმრთელობა ისაუბრეს. მოსწავლეებმა ადამიანზე მოქმედი მავნე ნივთიერებების - ნარკოტიკის, ალკოჰოლის, ნიკოტინის მავნებლობა განიხილეს და აღნიშნული პრობლემის შესახებ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს. მათ პოსტერები, თემატური პლაკატები მოამზადეს.

„გაკვეთილი ძალიან საინტერესო და შემოქმედებით ნაყოფიერი იყო. მსგავსი ტიპის აქტივობები ავითარებს  მოსწავლეთა სააზროვნო უნარებს, ამაღლებს სწავლა-სწავლების დონეს და უფროს საინტერესოს ხდის საგაკვეთილო პროცესს“, - აღნიშნავს ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მაია კაკაბაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება