სიახლეები
რჩევები

როდიდან და როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ცურვა - პედიატრები გვირჩევენ
15-06-2018
-
+


ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, დასვენებისა და საზღვაო კურორტების თემა აქტუალური ხდება.    

ბავშვები მზიანი ამინდებისა და უკიდეგანო წყლის მიმართ ინტერესით გამოირჩევიან. სანაპიროზე პატარების ჟრიამული, ხანაც მათი ტირილი ისმის: ზოგს ზღვის სიდიდე აშინებს, ზოგსაც კი წყლიდან არ უნდა ამოსვლა.   

როდიდან და როგორ ვასწავლოთ პატარებს ცურვა? - Etaloni.ge - მ პედიატრთა რეკომენდაციები მოგიმზადათ: 

დღევანდელ დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს ადრეული ასაკიდან, სულ რაღაც თვეების ბავშვების წყლის სამყაროსთან დამეგობრება. არადა, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს მიდგომა არათუ სასურველი, არამედ საზიანოც შეიძლება იყოს ბავშვისთვის.   

პედიატრთა რჩევით, 4 წლამდე ასაკის ბავშვებს, უბრალოდ წყალში ყოფნა უნდა მივაჩნიოთ და მის მიმართ გავუქროთ შიში, ვასწავლოთ სუნთქვის შეკავება და ტივტივი წყალზე, ყოველგვარი ცურვის ელემენტების გარეშე.    

4 წლის ასაკიდან უკვე შეიძლება ცურვის სწავლებაზე მიზანმიმართული და ეტაპობრივი მუშაობა.

სპეციალისტების რეკომენდაციით, სწავლება ბავშვებისთვის განკუთვნილ აუზში უნდა დაიწყოს, რომლის სიგრძე 5 მეტრია და სიღრმე პატარას მკერდს სწვდება.    

საწყის ეტაპზე, შემდეგი სახის ცურვაა რეკომენდირებული:

„ვარსკვლავი“
- პატარა წყალზე წვება და ხელ-ფეხს სხვადასხვა მხარეს ჭიმავს.    

„ტივტივა“- ბავშვი მუხლებს ხელებით იჭერს, თავი მასთან ახლოს მიაქვს და წყლის ზედაპირზე ჩერდება.    

„ისარი“- მოზარდი ფეხის მიკვრით სცილდება აუზის კიდეს და გაჭიმული ხელ-ფეხით მიიწევს წინ.    

ძირითადი შეცდომები, რომლებსაც ბავშვისთვის ცურვის სწავლებისას უშვებენ: 

1. სახელურების, რგოლებისა და საცურაო ჟილეტების გამოყენება აფერხებს ცურვის სწავლის პროცესს.
მიზანშეწონილია, მხოლოდ საცურაო დაფის გამოყენება. 

2. ნუ დააძალებთ პატარას თავიდანვე მუცელზე ცურვას.
დასაწყისისთვის სასურველია ზურგის დატვირთვა, რადგან წყალმა თვალებთან და სუნთქვისას არ შეუქმნას დისკომფორტი.  

3. დაუშვებელია მოზარდის შიშების იგნორირება. ის რაც თქვენ გიმარტივდებათ, ბავშვისთვის საკმაოდ რთული მისაღწევია. დაეხმარეთ პატარას შიშის დაძლევაში, თამაშ-თამაშით მიაჩვიეთ წყალს და შემდეგ ასწავლეთ ცურვა. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება

იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა

ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდება აკადმიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისთვის

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

„მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს დაუვიწყარი ემოციებისთვის“

 

 

მოსწავლეებმა ოლიმპიადას წარმატებით გაართვეს თავი და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
 

ღონისძიება სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 
 
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება