სიახლეები
სკოლები

„წაკითხულის გააზრება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება“ - შთამბეჭდავი პროექტი მუხურის თემის საჯარო სკოლაში
05-04-2023
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები და პროექტები ტარდება. 

სწორედ ამ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება ახალი პროექტი, რომელიც მოსწავლეებს პედაგოგებმა - ნანა გუჯეჯიანმა და ირმა გახარიამ შესთავაზეს. 

„დღევანდელ სამყაროში წიგნი ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო აღარაა. ამასთან, კაცობრიობის დაგროვებული ინფორმაციის მოცულობა იმდენად გაიზარდა, რომ მისი მთლიანად დამახსოვრება შეუძლებელია. პედაგოგები: ნანა გუჯეჯიანი და ირმა გახარია ცდილობენ დროს მიყვნენ, იყენებენ ნოვატორულ მიდგომებს, თანამედროვე ბავშვებს, რომლებიც ორ სამყაროს შორის არიან მოქცეულნი სთვაზობენ ახალ პროექტს - „წაკითხულის გააზრება, ლექსიკურ მარაგის გამდიდრება“, - გვეუბნებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში შეიქმნება როგორც ელექტორნული, ასევე ხელნაკეთი ორენოვანი წიგნები, ილუსტირებული ტექსტები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

„აღნიშნული პროქტის ფარგლებში, სკოლის საზოგადოებასა და ასოციაცია „მაღვიძარას“ შორის მემორანდუმი დაიდო. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, ფილმის ჩვენება, ერთობლივი გასვლითი ვიზიტები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი Z თაობის ცნობიერების გაზრდას და განითარებას. წიგნის კითხვა ხომ ჩვენი ტვინის იმ ნაწილს ხსნის, რომელიც ემპათიაზე, თანაგრძნობასა და გაგებაზეა პასუხისმგებელი. კითხვა გვეხმარება, ვიყოთ უკეთესი ადამიანი, უკეთესი მეგობარი, ლიდერი, მშობელი თუ უბრალოდ კარგი მოქალაქე“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება გაერთიანდა სლოგანის - შენ ის ხარ, რასაც კითხულობ! ქცევის შეცვლა თუ გინდათ, დღესვე დაიწყეთ და უფრო მეტი წიგნი იკითხეთ! გარშემო. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პროექტის ფარგლებში, ასევე მუხურის სოფლის ბიბლიოთეკას ეწვივნენ.

„ბიბლიოთეკა სამწუხაროდ არც თუ ისე მდიდარია თანამედროვე ლიტერატურით, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს თაობა და პედაგოგები ჩვენს ბიბლიოთეკას ისევ ცოცხალ ორგანიზმად აქცევენ და ისევ გაივსება ბიბლიოთეკის სივრცე თავდაჯერებული, მიზანდასახული ახლაგაზრდებით“, - აღნიშნავს სკოლის წარმოამდგენელი.

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებისთვის წინასწარ შერჩეული ფილმის ჩვენება მოეწყო, რომელიც შემდგომ მათ განიხილეს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობებში ჩართული არიან ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერის წარმომადგენელი ბაკურ ქომეთიანი, მუხურის სკოლის ადმინისტრაცია, დირექტორი როდერი ცირდავა და სოფლის ბობლიოთეკის მენეჯერი ასმათ გახარია.

„თანამედროვე ბავშვები პროგრესის მამოძრავებლები არიან. ისინი ჩვენ კი არ უნდა შეგვეწყონ, არამედ ჩვენ უნდა შევეწყოთ მათ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება