სიახლეები
სკოლები

რუისის N2 საჯარო სკოლის ორი წარჩინებული მოსწავლე - გვანცა ბეჟუაშვილი და გვანცა მექვაბიძე პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა
05-04-2023
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ დაჯილდოვდნენ.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეებს - გვანცა ბეჟუაშვილსა და გვანცა მექვაბიძეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის როგორც მოსწავლეთა მშობლები აღნიშნავენ, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით პედაგოგებს, რომლებმაც დიდი შრომა ჩადეს, მათ განათლებაში.

სწორედ ამიტომ, სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მადლობას უხდის წარჩინებული მოსწავლის მშობელი: 

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რუისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებს, დამრიგებელს - მერი გასიევას ბავშვებში ჩადებული დიდი შრომისა და ენერგიისთვის. ამ მოსწავლეების წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით პედაგოგებს. მრავალი წარმატებული მოსწავლე აღგეზარდოთ საყვარელო პედაგოგებო, მადლობა ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სრულ შემადგენლობასა და რესურსცენტრის ხელმძღვანელს - ბატონ გიორგი კობახიძეს, ასევე მადლობა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას და ბატონ ზაზა გულიაშვილს“, - აღნიშნავს მოსწავლის მშობელი, ლალი ნასყიდაშვილი-ბეჟუაშვილი.

სკოლის წარმომადგენლებს შვილის წარმატებისთვის მადლობას უხდის ასევე მეორე წარჩინებული მოსწავლის მშობელი - სოფო ქობესაშვილი:

„მადლობა მერი მასწავლებელს და ყველა პედაგოგს ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემი შვილის წარმატებაში! გვანცი, დიდი მადლობა დედი შენ ამ დიდი სიხარულის მონიჭებისთვის, მეამაყები! გვანცა მექვაბიძესა და გვანცა ბეჟუაშვილს კიდევ ბევრი წარმატება​!“, - ამბობს მშობელი.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება