სიახლეები
სკოლები

კორბოულის N1 საჯარო სკოლა სასწავლო-შემეცნებით კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგა
05-04-2023
-
+


ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და პედაგოგთა მხარდაჭერით, სხვადასხავა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლა მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენციას -  „მდგრადი განვითარების მიზნები - ჩვენი უკეთესი მომავლისათვის“ შეუერთდა, რომელიც ნიგვზარის საჯარო სკოლაში გაიმართა. კონფერენცია „სასკოლო ქსელების“ ჯგუფში შემავალი სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით წარიმართა.

კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციებით გამოვიდნენ: ნიგვზარის, კორბოულის N1, კორბოულის N2, ჭალოვანის, სისვაძეებისა და შომახეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები: ლიზი ხარშილაძე, ნათია ტაბატაძე, ლიზი ლაბაძე, ერეკლე ფოფხაძე, ქეთი ლაბაძე, მარიამ მაჭარაშვილი, ანი მაჭარაშვილი, ნინო ტეფნაძე, ლიზი გულიაშვილი, მირანდა ჯანაბაძე, ლიკა დოკვაძე, თეკლა შუბითიძე, რუსუდან ცერცვაძე, მირანდა მაჭარაშვილი. ასევე, ნათია ლაბაძე და სალომე ტაბატაძე.

მუნიციპალიტეტის „სასკოლო ქსელების“ მუშაობა წარმატებით გრძელდება. სხვადასხვა სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის მიღწევებს, გამოცდილებას, საკუთარ პრაქტიკაში დანერგილ სიახლეებსა თუ სწავლის მეთოდებს.

კონფერენციის მუშაობა დადებითად შეაფასეს: ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორმა - ინა ბიწაძემ და რესურსცენტრის უფროსმა - ცისმარი მაჭარაშვილმა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება