სიახლეები
სკოლები

წაღვლის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
05-04-2023
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, III და IV კლასების მოსწავლეებთან ინფორმაციული გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც მოიცავდა პრეზენტაციას და სახალისო, სააზროვნო აქტივობებს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

გაკვეთილს ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელი ანა კვირიკაძე. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებასა და მის დაცვას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება